ზუგდიდის სოფელ კოკში, N97 საარჩევნო უბანთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

624

ზუგდიდის სოფელ კოკში, N97 საარჩევნო უბანთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამის მიზეზი კოკის N97 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი გახდა, რის გამოც მათი წარმომადგენლები უბიდან გამოაგდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.