“ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატის, ზაურ დარგალის ცოლმა არ გააკეთა კომენტარი ამომრჩევლის ბრინჯისა და ზეთით მოსყიდვის ბრალდებაზე. ამის შესახებ რადიო “მარნეული წერს”.
დარგალი ხმის მისაცემად ცოლთან და შვილებთან ერთად მივიდა. მეუღლის ნაცვლად, ოცნების კანდიდატმა სიცრუე უწოდა ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებებს და განაცხადა, რომ “ოპოზიცია ჩვეულ სტილში მუშაობს”
ზაურ დარგალის ენმ-ს პროვოკაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აქვთ ინფორმაცია ენმ-ს აქტივისტების მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე. მისი თქმით, ამის უფლებას მათ პოლიცია არ მისცემს.
“ევროპული საქართველოს” მარნეულის მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მარნეულში კანდიდატის მეუღლე ინდურ ბრინჯსა და ზეთს არიგებდა.