ზუგდიდის 87 – ე საარჩევნო უბანზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და „ოცნების“ კოორდინატროს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“უბნის საარჩვენო სამაგიდო სიები, ამომრჩევლის კონფიდენციალური ინფორმაცია მოხვდა კოორდიონატორების ხელში, როცა ფაქტი დავინახე, ვკითხე მამაკაცს, რომელიც იყო დამკვირვებელი იმ უბანზე თუ როგორ მოხვდა ის სიები მის ხელში, ამ დროს მან დამალა მანქანაში, იძულებული ვიყავი რომ ძალის გამოყენებით ამომეღო ეს სიები რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ხელით შემეხნენ, პოლიციის სამმართველოს უფროსმა გააპარა ეს მანქანა, სადაც ეს სიები ინახებოდა, ვითხოვთ რონ ჩატარდეს გამოძიება“, – აცხადებს და “ახალგაზრდა თაობის“ დამკვირვებელი რუსუდან მჭედლიძე.
“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის განცხადებით, კოორდინატორი, რომელიც სამაგიდო სიებს მალავდა „ოცნების კოორდინატორი კობა კვეკვესკირია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინციდენტში მონაწილე ერთი პირი კობა კვეკვესკირი დააკავეს. მას ბრალი ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსით წარედგინა.