ზუგდიდში კახათის 35-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, უბანზე მისულმა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ქართული ოცნების” დამკვირვებელს , ქეთავან სორდიას საარჩევნო აკრედიტაცია ჩამოგლიჯა და კამერების თანდასწრებით მას პროვოკატორი უწოდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ინციდენტის შემდეგ უბანზე მყოფებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ნიკა გვარამიას და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
ნიკა გვარამიამ უბანი გინების ფონზე, შეურაცხმყოფელი შეძახილებით დატოვა.