გლდანის რაიონში ვარდევანის ქუჩაზე ბეტონის გზა მოეწყო. როგორც გამგებაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 032 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. სამუშაოები, რომელიც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 74 250 ლარით დაფინანსდა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ბი ემ სი-მ“ შეასრულა. https://www.facebook.com/DistrictofGldani/posts/2356059934679785?__xts__=68.ARBo-ZOgN3My1YXxCxJ2nxUO0AoZhm6XbeSEyNfMPPr-RKXRwcXsVGHAzfWltW8tNMJc71-1GfNsxA3y2voIlNfC9tq4gXq5andIoTNR5_uQCwPa73R2Od_J7IQmh6aBI3wh7-7b1pT4Q5SY_Q6YudhwreATJmxwvJV0b5069hTzWRlOIqx0RYzqlH74t1ZNc1tI51qzprS8JBD4dYtPYDhGG8ZWWWvppkI4nLyFqvSyvSL6Vv_xlXtfxfy4a4hVlweZ2WkUrnFgtTaRakilhgyaHGzdGvKL15prDquWI_DdmE01FQOohW7GtY-j16-Gsxw3Eb2iqXSUAPt-P1twreQQG7_VlJPLlnTLZvK7AfmyH60URvlj_XqBV1mG5MNJnqHFSZYBRKts-WmOma_gyvMN69DsAsKeY126O_qFo53kPwhL5xTnnbLolU2VoVsSnm1ChUY-MfuNQu2Oj61qXsOQhg&__tn__=-R
ახალციხეში სანიაღვრე არხებისა და წყლის შემკრები ე.წ კოლექტორიების მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტები მომზადდება. ტენდერის ღირებულება 48 000 ლარს შეადგენს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. სანიაღვრე არხები, კოლექტორიები და ნაპირსამაგრი კედლები იმ ქუჩებზე გაკეთდება, სადაც ძლიერი წვიმის დროს მიმდებარე ტერიტორიები იტბორება. ეს არის თამარაშვილის, ხაშურის და ივერიელის ქუჩები. ტენდერში მონაწილეობის მსურველებისთვის წინადადებების მიღება 25 ივნისს დაიწყო და დღეს, 28 ივნისს დასრულდება. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ე.წ...
"საქართველო - მსოფლიოს ულამაზესი ქვეყანა"- ამ სათაურით სტატიას გერმანული სამოგზაურო პორტალი Reisezutaten.de აქვეყნებს, ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესმედია ავრცელებს. იმის ასახსნელად, თუ რატომ მიიჩნევა საქართველო მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქვეყანად, ჟურნალისტი ლეგენდას ყვება, რომლის თანახმადაც, ღმერთს ეს ტერიტორია შავ ზღვაზე თავისთვის ჰქონდა გადანახული. მაშინ როდესაც ის მსოფლიო ხალხებისთვის მიწების ურიგებდა, ქართველები ცეკვითა და გართობით იყვნენ დაკავებულნი, შესაბამისად, დარიგების პროცესზე მისვლა დააგვიანდათ და...
კომპანიამ, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის წინ სამუშაოები ტენდერის გამოცხადებამდე შეასრულა, გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში წელს ლიდერობით გამოირჩევა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. შპს "ალონისს" 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე გორის მერიის მიერ გამოცხადებული 14 ტენდერი აქვს მოგებული. მათი საერთო ღირებულებამ კი 431 401 ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის 6 თვეში "ალონისს" ჩამორჩება ისეთი კომპანიები, რომლებიც გასულ წლებში გორის მერიის ტენდერებში გამარჯვებულთა...
დღეს, პარტია "ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები 17:00 საათისთვის შეიკრიბებიან. უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის ფარგლებში ჩატარებას ითვალისწინებს. ასევე, დღევანდელ სხდომაზე იმ დეპუტატებს მოუსმენენ, რომლებმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის თქმით, საინტერესოა ყველა ის საკითხი, რომელიც უმრავლესობის სხდომაზე უნდა...
ლაგოდეხში ახალგაზრდობის ქუჩაზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში ონკანს, საიდანაც სასმელ წყალს იღებდნენ, თაგვი გამოყვა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. ადგილობრივების ინფორმაციით, წყლის ახლადრეაბილიტირებულ სისტემაში კვლავ დაბინძურებული წყალი მოდის და მას სასმელად ვერ იყენებენ. "ონკანზე წყალი მოვუშვი, რომ დასალევად ამევსო. წყალს მკვდარი თაგვი გამოყვა. მეზობლებსაც ვაჩვენე. წყალი სულ ჭუჭყიანი მოდის და დასალევად როგორ გამოვიყენებთ”, – განაცხადა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ირინა სულდინამ.
თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამის – “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი, მარიამ მენაბდე, მრავალსართულიანი ტიპობრივი საცხოვრებელი სახლების ფასადების მოდერნიზაციას სთავაზობს. "პროექტი გულისხმობს არსებული შენობების ე.წ ხრუშჩოვკების სახეცვლილებას, რომლებიც ფასადით გამოდიან ცენტრალურ ქუჩაზე და ამახინჯებენ ქალაქის იერსახეს, ასევე არ აკმაყოფილებენ თანამედროვე საცხოვრებელ სტანდარტებს. ჩემს მიერ შემუშავებული პროექტი სრულიად მორგებული და ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე, პროექტში გათვალისწინებულია არამარტო ფასადური რეკონსტრუქცია ,...
ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს პროგრამის – “შენი იდეა ბათუმს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი, თეონა კეშელავა, ბათუმში Hollywood-ის მსგავსი წარწერის გაკეთებას ითხოვს. მისი თქმით, წარწერა სავიზიტო ბარათად იქცევა ბათუმისთვის. "ძველი წარწერის ფონზე დღესაც იღებენ ტურისტები ფოტოებს. ახალი წარწერა ბევრად უფრო მიმზიდველი და სანახაობრივი იქნება. ტურისტებისა და ბათუმელებისთვის ულამაზესი სანახაობა იქნება ქართული და ლათინური ასოებით დაწერილი ბათუმი, შუაში ბათუმის ლოგოთი. განსაკუთრებით ღამით. ასოების სიმაღლე...
ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს პროგრამის – “შენი იდეა ბათუმს” ფარგლებში, ერთ-ერთი იდეის ავტორი, თამაზ ლომიძე, ბამბუკის მასალით გაკეთებული კვების ობიექტების მშენებლობას სთავაზობს. პროექტის ავტორის თქმით, ბამბუკის მასალით გაკეთებული კვების ობიექტის მშენებლობა შესაძლებელია ზღვისპირა ზოლში. "ეს კვების ობიექტი ირგვლივ ბამბუკის ფიცრებით იქნება გარშემორტყმული და მთელ ტურისტულ სეზონზე დამზადდება ბამბუკის კერძები", - ამბობს თამაზ ლომიძე. მისივე თქმით, აღნიშნული იდეა ხელს შეუწყობს ბამბუკის ექსპორტს საზღვარგარეთის...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ტყვიავსა და სოფელ კარბში მემორიალებს მოწყობის, ხოლო გალუსტაშვილის ქუჩაზე სკვერს გააკეთებს. მემორიალების მოსაწყობად მერიამ 15 271 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოები ერთი თვის ვადაში უნდა შეასრულოს. წინადადებების მიღება 8 ივლისს 12:00 საათზე დასრულდება რაც შეეხება გალუსტაშვილის ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერს, აქ სამუშაოებისთვის მერიას 15 048 ლარი აქვს გათვალისწინებული....
ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი, რომელიც ახალციხის ციხის რეაბილიტაციის დაწყების შემდეგ, უნივერსიტეტის ეზოში გადაიტანეს, ისევ იქ დგას. მას შემდეგ რვა წელი გავიდა. სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ბიუსტს ციხის ტერიტორიაზე მაშინ დააბრუნებენ, როცა მუზეუმისთის ახალი შენობა აშენდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ივანე ჯავახიშვილის ბიუსტი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმიდან 2011 წელს გაიტანეს და სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში, რკინის ბოძის გვერდით დადგეს. "ჩვენი...
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ ავტორი: თაკო ფეიქრიშვილი ტურისტული სეზონს ახალციხის ხელოვნური ტბა ისევ მოუწყობელი ინფრასტრუქტურით შეხვდა. აქ ნავმისადგომის რეაბილიტაცია და ნავების ახალი ბაქანის გაკეთება იგეგმება. ხელშეკრულება მზადდება ტბის მკვებავი მილსადენის სათავე-ნაგებობის მოწესრიგებისთვისაც. მაისიდან ახალციხის ტბაზე განტვირთვის და ვარჯიშის მსურველთა რაოდენობამ იმატა. მათი უმრავლესობა აქ საღამოს მოდის. გასართობად მოჰყავთ მცირეწლოვნებიც. ტბის ტერიტორიაზე დასვენების მსურველთა ნაწილი ამბობს, რომ ტერიტორია კეთილმოწყობილი არ არის. გარდა...
წინა სტატია განმუხურში სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრის აღსადგენად ტენდერი გამოცხადდა. სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 203 900 ლარია. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. თანხა სტიქიის შედეგად დაზიანებული განმუხურის ამფითეატრის აღსადგენად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. გადაწყვეტილება 19 აპრილის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ძლიერმა ქარმა განმუხურის ამფითეატრს სახურავი შარშან, ნოემბრის თვეში გადახადა. სტიქიამ მაშინ მუნიციპალიტეტის...
video
"ჭიღვარია წადი, შენ კლავ ქუთაისის მომავალს", - ამ შეძახილებით და საყვირებით კაფე "სავანეს" მფლობელები ქალაქის მერის წასვლას ითხოვენ. მათი თქმით, მერია დოკუმენტების გაყალბებით ცდილობს მათთვის ქონების წართმევას. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მიზანი მიღწეული არ იქნება. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს. საქმე ეხება, ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს, რომელიც შპს "ნიკოლომ“ 1995 წელს შეიძინა. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ შენობასთან...
ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინიციატივით, აბიტურიენტებს საგამოცდო დღეების განმავლობაში უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ. "1, 2, 3, 4, 5, 8, 9, 15, 16, 22, 23 ივლისს, მუნიციპალური ავტობუსები ახალციხის მიმართულებით, ქალაქის ცენტრალური მოედნიდან დილის 07:00 საათზე გავლენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივარს გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და მათ ბორჯომში დაბრუნებას უზრუნველყოფს", - განმარტავენ ბორჯომის მერიაში. https://www.facebook.com/163336040510811/photos/a.651576021686808/1280446688799735/?type=3&theater
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ“ სამოქალაქო-საზოგადოებრივი ცენტრი დააფუძნა, რომლის მიზანია ადილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მათი ჩართვა გარემოსდაცვითი გატაწყვეტილებების მიღების პროცესში. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების შედეგად, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა აქტიურად ჩაერთონ საკუთარ რეგიონში გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში და იმოქმედონ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გარემოს სასარგებლოდ; აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასებისა და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ