გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ტყვიავსა და სოფელ კარბში მემორიალებს მოწყობის, ხოლო გალუსტაშვილის ქუჩაზე სკვერს გააკეთებს.
მემორიალების მოსაწყობად მერიამ 15 271 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოები ერთი თვის ვადაში უნდა შეასრულოს. წინადადებების მიღება 8 ივლისს 12:00 საათზე დასრულდება
რაც შეეხება გალუსტაშვილის ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერს, აქ სამუშაოებისთვის მერიას 15 048 ლარი აქვს გათვალისწინებული. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.