ახალციხეში სანიაღვრე არხებისა და წყლის შემკრები ე.წ კოლექტორიების მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტები მომზადდება. ტენდერის ღირებულება 48 000 ლარს შეადგენს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სანიაღვრე არხები, კოლექტორიები და ნაპირსამაგრი კედლები იმ ქუჩებზე გაკეთდება, სადაც ძლიერი წვიმის დროს მიმდებარე ტერიტორიები იტბორება. ეს არის თამარაშვილის, ხაშურის და ივერიელის ქუჩები.
ტენდერში მონაწილეობის მსურველებისთვის წინადადებების მიღება 25 ივნისს დაიწყო და დღეს, 28 ივნისს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით ე.წ მლაშიხევის არხზე და მარდიჩაის ღელეზე წყლის შემკრები გაკეთდება, თამარაშვილის ქუჩაზე კი სანიაღვრე არხები მოეწყობა.