პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის 10 მაისიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია მიიღო 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრემ/თანამესაკუთრემ, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფერმერებმა 35,752,914 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს.
პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზია იყო ჩართული, სადაც ფერმერებს აგროქულის განაღდება და...
ქარელში და დაბა აგარაში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. როგორც კეთილმწყობის სამსახურში განმარტავენ, სამუშაოები 17 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
მერიას საახალწლო განათებების შესაძენად 86 300 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. უწყებამ განათებები შპს-გამ “დანდი” შეიძინა.
განათების მოწყობის სამუშაოებს, ტენდერით შერჩეული კომპანია შპს “თრიალეთი”ასრულებს.
წინა სტატია
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მესამე პროექტი საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩაზე განხორციელდება. ავარიული კორპუსი დავით გამრეკელის პირველ შესახვევში, N6-ში მდებარეობს. საცხოვრებელი სახლი 4-სართულიანია, საპროექტო დოკუმენტაციით კი სართულების რაოდენობა საბოლოო ჯამში 8-მდე გაიზრდება.
სახელმწიფო შესყიდვის შედეგეგად, გამარჯვებული კომპანია შპს "ჯორჯიან ჰაუსია". კომპანიის შესახებ "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა.
როგორც გაირკვა კომპანიის წილის 100%-ს თორნიკე დვალი ფლობს. მასვე უკავია კომპანიის დირექტორის თანამდებობა. კომპანიას 82 ტენდერში...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარცხენა მაგისტრალური არხის პირველი და მეორე რიგის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც, ჯამში, 20,7 კმ სიგრძის დახურული მილსადენის მოწყობასა და 11,8 კმ სიგრძის რკინაბეტონის არხის მშენებლობას ითვალისწინებს.
ყველა წყალგამანაწილებელზე დამონტაჟდება ჰიდრანტები და დამცლელი ჭები, მილ-ხიდები და წყალმიმღები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ მანავისა და თოხლიაურის 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.
პროექტს შპს "საქართველოს მელიორაცია" ახორციელებს და მისი დასრულება 2024...
კასპის მუნიციპალიტეტის მერია, კასპის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საკუთრებაში არსებული 9 ავტომანქანის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისთვის ტენდერს აცხადებს, რისთვისაც 1 322,588 ლარის დახარჯვას აპირებს.
კასპის მერიისა და საკრებულოს ბალანსზე არსებული ავტომობილების ჩამონათვალი ასეთია:
მერსედესი C კლასი – გამოშვების წელი 1997;
ტოიოტა ჰაილუქსი – გამოშვების წელი 2012;
"ლექსუს ერ იქს 300" – გამოშვების წელი 2002;
ჰიუნდაი სანტაფე;
"ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო" – გამოშვების...
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მესამე პროექტი საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩაზე განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პროექტის ფარგლებში, მესამე ხარისხის ავარიულობის მქონე 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიშლება. აღნიშნულ მისამართზე 17 ოჯახი ცხოვრობს. მათ ახალი, გარემონტებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.
მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვის გამარჯვებული კოპმანია შპს "ჯორჯიან ჰაუსია".
"მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური...
ხაშურის მუნიციპალიტეტში 2023 წელს 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. ხაშურის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ლელა გელაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში საკმარისი საბავშვო ბაღები არ არის.
"მნიშვნელოვან პრობლემად გამოვყოფდი სურამს, სადაც საბავშო ბაღების საკმარისი რაოდენობა არ არის. ერთი ბაღია, სადაც ოთხი ჯგუფია და თითო ჯგუფში ნორმაზე მეტი ბავშვი დადის. ასეთ პირობებში შეუძლებელია ბავშვს რომ სათანადო პირობები შეუქმნათ. სურამის მოსახლეობის ნაწილს ბავშვები ხაშურში დაჰყავს, ამიტომ...
თელავში საახალწლო ღონისძიებებსა და განათებებზე 500 000 ლარამდე დაიხარჯება.
არსებული ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 300 000 ლარი, ხოლო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყოფა, რომელიც ქალაქში საზეიმო განათებების მონტაჟს მოხმარდება.
აღნიშნულ საკითხზე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა. 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის ძირითადი მოტივი იყო ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, საახალწლო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თანხის მობილიზება. მთავარ საფინანსო დოკუმენტში...
ახალციხეში სპორტკომპლექსის, მათ შორის საცურაო აუზის მშენებლობას, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა შეჩერებულია, შპს "არალი" დაასრულებს. კომპანიასთან მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება 6 დეკემბერს დადო.
ხელშეკრულების დადების შესახებ დოკუმენტის მიხედვით, შპს „არალი“ დარჩენილ სამუშოებს 11 296 482,75 ლარად, ხელშეკრულების დადებიდან 13 თვეში შეასრულებს.
ცნობისთვის, სპორტკომპლექსის და საცურაო აუზის მშენებლობის პროცესი მიმდინარე წელს შეჩერდა. აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგრამის ხელმძღვანელი მუნიციპალური განვითარების ფონდში, ბექა თორიას...
თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია საკრებულოში უკვე გაგზავნილია და მისი ოდენობა მილიარდ 632 მილიონ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტს დაემატება ფინანსთა სამინისტროსგან მისაღები ტრანსფერი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები სესხი. ჯამში კი სხვადასხვა პროგრამის განსახორციელებლად, მილიარდ 768 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საბოლოო ბიუჯეტი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad. Tic. A.S.”-ს შორის ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოებზე ხელშეკრულება გაფორმდა.
წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და წყალმომარაგების ქსელისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის საჯარო სკოლას დემონტაჟი ჩაუტარდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
რადენიმე თვეა, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებამ სასწავლო პროცესი შენობის ავარიული მდგომარეობის გამო შეაჩერა და სწავლებას მეზობელ სოფელში დამიაგეურარხში აგრძელებს.
როგორც რადიო მარნეულს ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენელმა, ალი გახრამანოვმა განუცხადა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შვიდი ავარიული სკოლაა, რომლებიც რემონტს აღარ ექვემდებარებიან და ახლის აშენებაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ სოფელ კიროვკას საჯარო სკოლაში დაბზარული კედლებისა და ნახევრად...
ქუთაისში, სადაც სოციალური შემწეობის მიმღები, დღეის მდგომარეობით 10 382 ადამიანია, მერიამ ბიუჯეტში მათთვის განსაზღვრული თანხა ორი წელია ვერ აითვისა. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს.
საუბარია "ახალდაქორწინებული ოჯახების შექმნის წახალისების" პროგრამაზე, რომელიც გასულ წელს სრულად ჩავარდა, მიმდინარე წელს კი, მხოლოდ ერთმა წყვილმა ისარგებლა.
მერიის სოციალური სამსახურის უფროსის ვარლამ გობეჯიშვილის განმარტებით, მათთვის გაურკვეველია, რატომ ვერ იმუშავა პროგრამამ, რადგან მოქალაქეები ამის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ.
"ჩვენ ძალიან...
ადიგენის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ მანანა ხოზრევანიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მის წასვლას პარტიაში სავარაუდო ზეწოლის ფაქტს უკავშირებენ, თავად ხოზრევანიძე აღნიშნულს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ პარტიის და თანამდებობის დატოვება პირადი პრობლემის გამო გადაწყვიტა. იგი საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად რჩება.
მანანა ხოზრევანიძის ფრაქციის და პარტიის დატოვება ადიგენის საკრებულომ ცნობად უკვე მიიღო.
„ოჯახური პრობლემები მქონდა და ამიტომ დავტოვე, ვეღარ...
გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ავტოსადგურის მიმდებარედ ახალი გარე განათების სისტემა მოეწყო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პაპიტაშვილის ქუჩიდან კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე, გზის 740 მეტრიან მონაკვეთზე 112 ენერგოეფექტური ლედ-ნათურა და 56 გარეგანათების ლითონის ბოძი დამონტაჟდა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც ორმხრივი მოძრაობაა, გარეგანათებასთან ერთად სამხრეთისკენ მიმავალი ცალმხრივი მოძრაობის ზოლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიზანი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის თანამშრომლების ხელფასი 100 ლარით გაიზრდება.
მისი თქმით, ხელფასები მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით გაიზრდება, რომელიც საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურების 10%-ით მომატებას გულისხმობს.
"ამის შესახებ ფინანსთა მინისტრამა განაცხადა, რომ საჯარო მოხელეებისთვის და ა(ა)იპ -ებისთვის ხელფასები 10%-ით უნდა გაიზარდოს. ამ მხრივ ბაღის თანამშრომლების ხელფასები კიდევ უფრო მეტი გამოდის და გაიზრდება 100 ლარით," – განმარტა ზაზა გულიაშვილმა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































