თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა. როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, სხდომაზე დედაქალაქის მასშტაბით არსებული 35 ბიბლიოთეკის სახელდების ინიცირების საკითხზე იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, ბიბლიოთეკის ფილიალებს, ამ დროისათვის, მხოლოდ ნუმერაცია აქვთ მინიჭებული. აღნიშნული საკითხი სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ა(ა)იპ "ქალაქ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ წინადადების საფუძველზე განიხილა. კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ფილიალებისათვის ღვაწლმოსილი ადამიანების სახელების მინიჭება ბიბლიოთეკების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს და...
ახალქალაქის სოფელ ბავრასთან მისასვლელ გზაზე ახლადდაგებული ასფალტი, რომელიც სამ ადგილზე იყო დამსკდარი, სამშენებლო კომპანია "არალმა“ აღადგინა. სამუშაოები უკვე დასრულებულია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალქალაქის მერის,იური უნანიანის თქმით, კომპანიას სამუშაოების შესრულების შემდეგ დაზიანების გამოსასწორებლად, საგარანტიო ვადები ჰქონდა. "თუ ამ ვადებში ვერ ჩაეტეოდა და ვერ აღმოფხვრიდა პრობლემას, ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება მოხდებოდა და დაჯარიმდებოდა. თუმცა ის ადგილები, სადაც ასფალტი დამსკდარი იყო, აღდგენილია“, – გვითხრა...
30 სექტემბრიდან თამარაშვილის ქუჩაზე დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრა იგეგმება. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ხეების მოჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა. "ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ ქუჩაზე არსებული ფიჭვების გადასარჩენად სხვადასხვა სახის ფიტოსანიტარიული ღონისძიებები განხორციელდა. კერძოდ, შეიწამლა, ჩაუტარდა სანიტარიული სხვლა-ფორმირება, მოეწყო სარწყავი ჯამები და მიეწოდა მინერალური სასუქი. მიუხედავად მიღებული ზომებისა, ფიჭვებზე გავრცელებული დაავადება პროგრესირებს, ამიტომ, მიღებულია გადაწყვეტილება მათი ახალი, დიდი ზომის...
წინა სტატია "სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი“ - ამ თემაზე ბათუმში სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებაში 150-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი მონაწილეობს. "სპეციალისტები ბელგიიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან სოფლის ტურიზმის მიმართულებით თავიანთ გამოცდილებასა და წარმატებულ ტურისტულ მაგალითებზე საუბრობენ. კონფერენციის სტუმრებს ევროპული გამოცდილება ღონისძიების სპეციალურმა სტუმარმა ფინეთიდან, ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა კიმმო აალტომ გაუზიარა. ღონისძიებაში საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ექსპერტები, ტურისტული...
აჭარის დაბებსა და სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი საქართველოს მთავრობის, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობით დაიწყო. როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყლისა და წყალარინების სისტემა შეიქმნება. უწყების ცნობით, აჭარის სოფლებში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განსახორციელებლად 50 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი. დღეს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, აჭარაში სუფთა წყლისა...
თბილისის მერიასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მოაწერეს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაამუშავებს ტრადიციულად გამოქვეყნებულ სტატისტიკას და დამატებით მონაცემებს, რომელიც მოიცავს: თბილისში საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების კლასიფიკაციას ვიზიტის ტიპების მიხედვით, მათ დანახარჯებს, დემოგრაფიას ქვეყნების მიხედვით, ვიზიტების მიზნობრიობას,...
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთის გზების განვითარების პროექტის ფარგლებში, ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ახორციელებს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, საავტომობილო გზის საერთო სიგრძე 61,5 კმ-ია, საორიენტაციო ღირებულება კი 324 მილიონ ლარამდეა. პროექტი 2018 წელს დაიწყო და ეტაპობრივად 2022 წლამდე დასრულდება. ამ დროისთვის, სამუშაოები ჯამში 42.2 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს, ხოლო ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის კმ17-კმ33 მონაკვეთზე - გვირაბის მისასვლელი გზის პირველ ლოტზე და ამავე გზის კმ17-კმ33 მონაკვეთზე...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ღია ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედნის მოწყობა დასრულდა. მერიის ინფორმაციით, სპორტულ მოედანზე 97 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შპს "გლობალ სტანდარტმშენმა“ შეასრულა. მატივე ცნობით, პროექტი "სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მოსახლეობამ თავად აირჩია. https://www.facebook.com/CityHallofGori/posts/2471703292912720?__xts__=68.ARBWJjNXroSgVgJKuzpIgV4hRrO3NBrjnf-egk7pc4MQycrFFdyCNb0lddydm5EJX-8hawueOpFGIfoay4GkU9odRiQCBUsfM2zp86J4-IzNay4aN3eFqVupy38v7kuCu6nZLGoVMVnqhD0WdefscyxcK64dZAQlM7NQCUzGf9UE0a-iqsH_JYIYTbIJ1XNqDGrrGv-xIB1ZFmDcQ9TXC2NR5rZbuGE8DJyzWI0YPjm9NlKCRLW6SIrlSpiK-pncg94ZldZcDv0QrinAn-C85WJMfbLkeOhuW2kra0guZEvmblLQr_VCVZTTdd17BnRaRK2xJa0zTcwLPgNkSxLgkGcTdS8NksZGR62x7lxZwEaV32IWWSZLEvYGJrpH9RpIA_Rr2nOALD5FtmNvSQ_VKIwFNOJNxhJWKuyknVM2JJ6l_WAt4h26GjtngKkA9eUklQkLrUEpH7A7ZXRwmT7r&__tn__=-R
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატი ჯერ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარუდგენია. ამის შესახებ "სპექტრს" ლაგოდეხის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა. საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა უკვე ამოიწურა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი არავის გამოუთქვამს. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციას, მათ ვადა 27 სექტემბრამდე აქვთ. საოლქო კომისიამ უკვე აირჩია 6 წევრი. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, კომისიის წევრი ჯერ მხოლოდ...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ახალციხის ციხიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მაია მამულაშვილმა, ციხის ადმინისტრაციას სასამართლო მოუგო. განჩინების მიხედვით იგი სამსახურში უნდა აღდგეს და განაცდური აუნაზღაურდეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 20 სექტემბერს, 12:00 საათზე გამოცხადდა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშილის გადაწყვეტილებით, ციხიდან გათავისუფლებული მაია მამულაშვილის საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა – იგი სამსახურში უნდა აღდგეს და იძულებითი განაცდურიც...
ქუთაისის მერიაში მოქალაქეებისაგან იდეების მიღების პროცესი დღეს სრულდება. მერიაში მოსახლეობის ჩართულობით კმაყოფილები არიან და აცხადებენ,  უპრეცედენტი რაოდენობის იდეა შემოვიდა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. პროექტის "შენი იდეა შენი ქალაქისთვის"  ფარგლებში იდეების მიღება დღეს, 24 საათზე დასრულდება. "რეგისტრირებულია 78 პროექტი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ყველაზე მეტი იდეა ინფარსტრუქტურის სფეროს ეხება, შემდეგ ადგილზეა სოციალური და სხვა საკითხები"- განაცხადეს ქუთაისის მერიაში. მიღებულ იდეებს მერის მრჩეველთა საბჭო შეისწავლის და...
დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ექვს მისამართზე ე.წ. კარაჩაროვის ლიფტები ახალი, თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლდა. გამგეობის ინფორმაციით, პროექტი დიღმის მასივის მე-3 კვარტლის პირველ ა და ბ, ასევე, მე-11 და მე-18 კორპუსებში, მე-6 კვარტლის 22-ე ბ კორპუსსა და აგლაძის ქუჩის N39ა-ში განხორციელდა. "დიდუბის რაიონში ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია და ახლით ჩანაცვლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია. მიმდინარე წელს 17 ლიფტის რეაბილიტაცია განვახორციელეთ,...
დიდ დიღომში გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა N36-N38 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო. საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ბორდიური და მიმდინარე ტერიტორია. გარდა ამისა, 2 817 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოები, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია "სკინჩმა“ შეასრულა, რაზეც ბიუჯეტიდან 248 316 ლარი დაიხარჯა. "აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე თვის წინ შიდა ეზოც მოწესრიგდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2 710 კვ.მ ფართობზე განხორციელდა", - აცხადებენ გამგეობაში.
ნაძალადევის რაიონში ზღვის უბნის IV მიკრორაიონის V კორპუსთან 2 000 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. სამუშაოების ფარგლებში სკვერში საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, გარეგანათების ქსელი, სარწყავი სისტემა, სკამები და სანაგვე ურნები გაკეთდება. გარდა ამისა, სკვერი მოპირკეთდება ფილებით და მოეწყობა ბორდიურები. გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე არსებული დაზიანებული სკვერის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება და მისი რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 242 776...
წინა სტატია როგორი თეატრი ექნება ველისციხეს, სოფლის განაშენიანების შემდეგ, ინფორმაციას და მაკეტის სავარაუდო ფოტოს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. როგორც ფოტოდან ჩანს, თეატრი ძველ იერსახეს შეინარჩუნებს. ძირითადად, გალამაზდება გარე ფასადი. გამოიყოფა ადგილი აფიშებისთვის და წინ მოეწყობა ამფი თეატრი. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ველისციხის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. კეთდება ნახაზები და დაგეგმარება. ველისციხის ცენტრის განვითარების პროექტი ითვალისწინებს 55-მდე სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, საფეხმავლო...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საშრობ-სასაწყობო საწარმო ამოქმედდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, საწარმოს თხილის საშრობის წარმადობა 1 000 ტონას, ხოლო შესანახი მეურნეობის - 500 ტონას შეადგენს. საწარმოში მუდმივად 17 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. თხილის საშრობ-სასაწყობო ახალი საწარმო სამეგრელოს რეგიონში, ყოველწლიურად, დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება. იგეგმება წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანაც. როგორც სამინისტროში აცხადებენ, რეგიონში თხილის გამრჩევი,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ