გორის სოფელ ზეღდულეთში სპორტული მოედნის მოსაწყობად 97 ათასი ლარი დაიხარჯა

612

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ღია ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედნის მოწყობა დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, სპორტულ მოედანზე 97 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შპს “გლობალ სტანდარტმშენმა“ შეასრულა.

მატივე ცნობით, პროექტი “სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მოსახლეობამ თავად აირჩია.