როგორი თეატრი ექნება ველისციხეს, სოფლის განაშენიანების შემდეგ, ინფორმაციას და მაკეტის სავარაუდო ფოტოს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
როგორც ფოტოდან ჩანს, თეატრი ძველ იერსახეს შეინარჩუნებს. ძირითადად, გალამაზდება გარე ფასადი. გამოიყოფა ადგილი აფიშებისთვის და წინ მოეწყობა ამფი თეატრი.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ველისციხის განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. კეთდება ნახაზები და დაგეგმარება. ველისციხის ცენტრის განვითარების პროექტი ითვალისწინებს 55-მდე სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, საფეხმავლო ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ველისციხის თეატრის, მოედნის და პარკის რეაბილიტაციას.