ახალციხე–ასპინძის მაგისტრალის იმ მონაკვეთზე, სადაც გზა დამეწყრილია, ალტრნატიული გზის მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება. გზის მშენებლობა „მტკვარი ჰესის" ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს. ამის შესახებ კახეთის კარიბჭე წერს. „მტკვარი ჰესის" ადმინისტრაციას ასპინძაში ალტერნატიული გზის მშენებლობა სექტემბრიდან უნდა დაეწყო, თუმცა, ამ დრომდე, ის კომპანიაც კი არ არის შერჩეული, ვინც სამუშაოებს განახორციელებს. „გარდა ამისა, სხვდასხვა დოკუმენტებში ცვლილებები იყო და ამას მოუნდა დიდი დრო. გზის პროექტი მზად არის,...
მარნეულის სოფელ ხანჯიგაზლო სრულად გაზიფიცირდა. გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა 127 ოჯახს აქვს, აქედან 86 ოჯახი უკვე გაზიფიცირებულია. გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 7 400 გრძივი მეტრის გაზსადენი მოეწყო. დღეის მდგომარეობით ქვემო ქართლში ბუნებრივ აირს უკვე მოიხმარს 117 200-ზე მეტი ოჯახი. ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი საზეიმოდ გახსნეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვგან აბდულაევმა, "სოკარ ენერჯი ჯორჯიას“...
EUCEN “-ის  საერთაშორისო  საგანმანათლებლო, ევრო აკრედიტაციის მფლობელი, საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის არაფორმალური პროფესიული განათლების  ცენტრი, ხარაგაულში პროფესიული განათლების ცენტრის გახსნას გეგმავს. სასწავლებელში გასაუბრების საფუძველზე  IX  და XII კლასდამთავრებულები, ასევე  X, XI, XII  კლასის მოსწავლეები მიიღებიან. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ დაეუფლონ შემდეგ   სპეციალობებს: კომპიუტერული ტექნოლოგიები; კომპიუტერული ინჟინერია; დაცვა -პატრულირება; გარემოს დაცვა; კრიმინალისტი; ბანკის ოპერატორი; ფარმაცევტის თანაშემწე; კბილის ტექნიკოსი; სამკურნალო მცენარეების დამამზადებელი; ხილ-ბოსტნეულის...
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ დურევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის რკინა ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები სოფელ ცხამში მიმდინარეობს. აღნიშნული გზის მშენებლობას შპს "მეკა" ასრულებს. სახელშეკრულებო ღირებულებით 924,248 ლარად. პროექტი გარდამავალია. სოფელ დურევის საავტომობილო გზა კიდევ ორ სოფელზე იტავაზასა და ცხამზე გადის. აღნიშნული გზით სამივე სოფლის 500 ოჯახი ისარგებლებს.
კასპის სოფელი ნიგოზა გაზიფიცირდა. გაზიფიცირების სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა სოფელ ნიგოზას 90 ოჯახს მიეცა. დღეის მდგომარეობით, შიდა ქართლში ბუნებრივ გაზს უკვე მოიხმარს 89 300-ზე მეტი ოჯახი. აშენებული ქსელის სიგრძე 3 049 გრძივი მეტრია. გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობა განახორციელა „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“. აშენებული გაზსადენის ექსპლუატაციას განახორციელებს კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“. საერთო ჯამში, 2009 წლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით „სოკარ ჯორჯია გაზმა“...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება გზა, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და მოეწყობა საგზაო ნიშნები. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხორციელდება. სამუშაოებს ამხანაგობა " ბილტმორი-2 " შეასრულებს, რისთვისაც 145 578 ლარი დაიხარჯება. გზის რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება.
სოფელ მშვიდობიანში მეორე და მესამე ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ასფალტო-ბეტონის საფარი 1100 გრძ. მეტრზე დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. წელს მშვიდობიანში გზების რეაბილიტაციასთან ერთად, საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. რამოდენიმე დღის წინ მშვიდობიანის ახალი საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. “ორივე პროექტის განხორციელება სოფლის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. სასიამოვნო ფაქტია რომ მშვიდობიანის მოსახლეობა, ახალი თანამედროვე საბავშვო ბაღთან ერთად მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურითაც ისარგებლებს“ განაცხადა...
ქალაქ სიღნაღში ქეთევან წამებულის ქუჩის, ფიროსმანის და ვაჟა-ფშავლას, ასევე, სარაჯიშვილი-ფიროსმანის დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში 240კვ.მ-ის მანძილზე ახალი ქვაფენილი დაიგება. მათივე ცნობით, გზების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მასზე 207 878 ლარი დაიხარჯება. 2019 წლის დეკემბრიდან მოსახლეობა განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
კრწანისის რაიონში, გორგასალის ქუჩაზე ახალი სკვერისა და სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები აქტიურ რეჟიმშია და სტადიონის მოწყობის პარალელურად, თანამედროვე ტრენაჟორების სივრცის მოწყობაც დაიწყო. მოსასვენებელი ზონა 2880 კვ.მ-ზე განთავსდება. ქუჩის კალათბურთის მოედანი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება და ასევე, მიმდებარედ მოეწყობა დასასვენებელი ზონა, დამონტაჟდება განათების სისტემა და ტერიტორია სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარით გამწვანდება. სამუშაოები, რომლის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 103 000 ლარია გამოყოფილი, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს...
ისნის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნით, ვაზისუბანში, წულუკიძის ქუჩაზე N23 „ბ“ და „გ“ კორპუსებთან ორი სკვერი მოაწყო. აღნიშნულ მისამართებზე, რეკრეაციულ სივრცეში დაიდგა დასასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდა გარე განათების ლამპიონები და მოეწყო ფიტნეს ზონა. ორივე სკვერის მოწყობის სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს „Our Gruo ჩვენი ჯგუფმა“ ჩაატარა, ხოლო პროექტების ჯამური ღირებულება 136 592 ლარია.
გლდანის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფაგრლებში, ამჯერად, ავჭალაში, ჯანჯღავას შესახვევში და მიმდებარე ჩიხებში, ასევე, გლდანულის ქუჩის I, II, III, IV შესასვლელში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ჯანჯღავას შესახვევში გრუნტის გზის ნაცვლად, დაახლოებით, 4 531 კვ.მ ფართობზე, გლდანულის ქუჩის შესახვევებში კი, დაახლოებით, 4 215 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. "ჯანჯღავას შესახვევი გლდანის რაიონში ერთ-ერთი პრობლემური ქუჩა იყო, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის...
გორში ველობილიკი მოეწყობა, რომელიც ათამდე ქუჩას, სამ დასახლებას მოიცავს და მისი სიგრძე 5 კილომეტრამდე იქნება. ამის შესახებ კვირა.გე წერს.  გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ველობილიკის მშენებლობაზე მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და გამარჯვებულმა კომპანიამ  სამუშაოები 2020 წლის მარტის ბოლოს უნდა დაასრულოს. “ჩვენ ევროკავშირის გრანტი მოვიგეთ, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა ქალაქში ველობილიკის მოწყობა იყო. გარდა ამისა გორში ველომოყვარულთა ჯგუფი  გვყავს, რომელთა მხრიდანაც იყო...
"თბილისიმარათონი2019-დან" გამომდინარე 29 სექტემბერს 09:00 საათიდან 13:00 საათამდე ტრანსპორტის კრწანისის მოედანზე (ნაწილობრივ), გორგასლის ქუჩაზე, კ. აფხაზის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, გ. ტაბიძის  ხიდზე, კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე (მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე), ბაქოს ქუჩაზე, მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეიზღუდება, - აცხადებენ თბილისის მერიაში. მათივე ცნობით, მოძრაობის შეზღუდვის გამო საზოგადოებრივი...
გორის მუნიციპალიტეტის მერია, თანადაფინანსების პროგრამით, კიდევ 5 პროექტს განახორციელებს. ტენდერები აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად უკვე გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი ასეთია: გორში, გრიბოედოვის ქ N5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოების რეაბილიტაცია (თანადაფინანსების პროგრამით) -  2 932 ლარი; გორში, გრიბოედოვის ქ N5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია - 2 000 ლარი; სტალინის ქ N3-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-3...
მესამედ გამოცხადდა ტენდერი ზუგდიდში, მესამე საჯარო სკოლის რეკონსტრუქციაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 862 ათას 396 ლარია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.  თანხის ნაწილი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო, დანარჩენი კი სკოლის ბიუჯეტიდან გამოიყო. სამუშაო ხელშეკრულების დადებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს. პირველად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას კი ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს. ზუგდიდის საჯარო სკოლებს...
რამდენად ეფექტურია მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში? - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქუთაისის წარმომადგენლობამ  დისკუსია გამართა, რომელსაც იმერეთის თვითმმართველობების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციას ნიპრესი ავრცელებს. ჩართულობის მექანიზმების შესახებ მოქალაქეთა ნაკლებ ინფორმირებულობაზე საუბრობს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ქუთაისის კოორდინატორი ლელა მოწონელიძე. "ჩვენი კვლევა მოიცავს 2017-18, 2019 წლებს, საბოლოოდ შეიძლება შევაფასოთ მდგომარეობა, რომ მოქალაქეებმა არ იციან ჩართულობის იმ მექანიზმების შესახებ,  რომლებსაც მათ  სთავაზობს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ