5 პროექტი, რომელსაც გორის მერია თანადაფინანსების პროგრამით განახორციელებს

901

გორის მუნიციპალიტეტის მერია, თანადაფინანსების პროგრამით, კიდევ 5 პროექტს განახორციელებს. ტენდერები აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად უკვე გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი ასეთია:

გორში, გრიბოედოვის ქ N5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოების რეაბილიტაცია (თანადაფინანსების პროგრამით) –  2 932 ლარი; გორში, გრიბოედოვის ქ N5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია – 2 000 ლარი; სტალინის ქ N3-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სადარბაზოს რეაბილიტაციის სამუშაოები – 6 600 ლარი; შინდისის გზ N6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარე საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები – 29 900 ლარი; ცხინვალის გზ N39 და N39ა -ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების გარე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები – 17 330 ლარი.

ინფორმაციისთვის, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და არარეგისტრირებული კავშირების მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულების 90%-ს გორის მერია აფინანსებს. სწორედ აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, განხორციელდება ზემოთ აღნიშნული პროექტები.