ვაზისუბანში, წულუკიძის ქუჩაზე ორი ახალი სკვერი მოეწყო

681

ისნის რაიონის გამგეობამ, მოსახლეობის თხოვნით, ვაზისუბანში, წულუკიძის ქუჩაზე N23 „ბ“ და „გ“ კორპუსებთან ორი სკვერი მოაწყო.

აღნიშნულ მისამართებზე, რეკრეაციულ სივრცეში დაიდგა დასასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დამონტაჟდა გარე განათების ლამპიონები და მოეწყო ფიტნეს ზონა.

ორივე სკვერის მოწყობის სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, შპს „Our Gruo ჩვენი ჯგუფმა“ ჩაატარა, ხოლო პროექტების ჯამური ღირებულება 136 592 ლარია.