ზუგდიდში მესამე სკოლის რეკონსტრუქციაზე ტენდერი მესამედ გამოცხადდა

394

მესამედ გამოცხადდა ტენდერი ზუგდიდში, მესამე საჯარო სკოლის რეკონსტრუქციაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 862 ათას 396 ლარია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

თანხის ნაწილი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო, დანარჩენი კი სკოლის ბიუჯეტიდან გამოიყო.

სამუშაო ხელშეკრულების დადებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს.

პირველად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას კი ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.

ზუგდიდის საჯარო სკოლებს შორის მესამე საჯარო სკოლა ერთადერთია, სადაც 16 სექტემბერს სასწავლო პროცესი არ განახლებულა. ამ სკოლის პირველი-მეექვსე კლასი მეხუთე, მეშვიდე-მეთორმეტე კლასი კი სწავლას მეთორმეტე საჯარო სკოლაში განაგრძობს