“თბილისიმარათონი2019-დან” გამომდინარე 29 სექტემბერს 09:00 საათიდან 13:00 საათამდე ტრანსპორტის კრწანისის მოედანზე (ნაწილობრივ), გორგასლის ქუჩაზე, კ. აფხაზის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, გ. ტაბიძის ხიდზე, კ. მარჯანიშვილის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე (მარჯანიშვილის მოედნიდან თამარ მეფის გამზირამდე), ბაქოს ქუჩაზე, მ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეიზღუდება, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
მათივე ცნობით, მოძრაობის შეზღუდვის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები დროებით შეიცვლება: ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები N50 და N71 კრწანისის მოედანიდან კვლავ უკუმიმართულებით გაბრუნდებიან. ხოლო, ავტობუსები N44, N55, N80 და N102 კრწანისის მოედნიდან მოძრაობას განაგრძობენ ჯერ ჰოლბრუკის ქუჩაზე, შემდეგ ქეთევან დედოფლის გამზირზე, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ანალოგიურად, N31 ავტობუსიც კრწანისის მოედნიდან გაივლის ჰოლბრუკისქუჩას და ქეთევან დედოფლის გამზირს, რის შემდეგაც მოძრაობას განაგრძობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და კვინიტაძის ქუჩიდან თამარ მეფის გამზირზე მოხვდება.
ვაკე-საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები მელიქიშვილის გამზირიდან კოსტავას ქუჩაზე ჩაუხვევენ (ფილარმონიასთან) და უკანვე გაბრუნდებიან.
ჩუღურეთის რაიონისა და ცოტნე დადიანის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ ავტობუსები და მიკროავტობუსები იმოძრავებენ ნიკო ფიროსმანის, ივანე ჯავახიშვილისა და გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით.
ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის ხეთაგუროვის ქუჩასა და ბარათაშვილის ხიდს.
აეროპორტისკენ მოძრავი N37 ავტობუსი ავლაბარს გმირთა მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩით დაუკავშირდება. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, იგი ავლაბრის შემდგომ გაივლის მტკვრის მარცხენა სანაპიროს და თამარ მეფის გამზირზე გენერალ კვინიტაძის ქუჩიდან მოხვდება.