წინა სტატია შემდეგი სტატია მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები 6 თვის განმავლობაში 600 ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა. პრემიერმინისტრის ინფორმაციით, საქართველოში ასეთი 40 000 მოქალაქეა და ამ ღონისძიების მოცულობა 25 მილიონი ლარი იქნება. ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული. კარანტინის ფარგლებში სრულად...
წინა სტატია შემდეგი სტატია მივიღეთ გადაწყვეტილება, 200 მლნ ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ პროექტებს დავუზღვიოთ ფასთა შორის სხვაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტებია. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახლავთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეექმნათ რისკი ფასების დაზღვევის, რაც მთავრობამ განიხილა...
წინა სტატია შემდეგი სტატია პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რაღაც პერიოდი პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. როგორც გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 4 წესი შემუშავდა: სოციალური დისტანცირების დადგენილი ნორმების დაცვა; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება; იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა და დისტანციური მუშაობის გაგრძელება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ფიზიკური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა. პირველი სამი...
წინა სტატია შემდეგი სტატია საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს, 24 აპრილს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. ეკონომიკურ გეგმაში სხვადასხვა სფეროსთვის დაწესებული შეღავათები და ის ნაბიჯები იყო გაწერილი, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება უახლოეს მომავალში გეგმავს. პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია და ეს გრძნობა აქვს საქართველოს მოქალაქეებს. მისი თქმით, დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფერმერებმა შეძლონ დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნა სასურსათო პროდუქტზე. ამისთვის...
წინა სტატია შემდეგი სტატია ყველას უნდა გვესმოდეს, დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ამ შეზღუდვებს არ დავუბრუნდებით, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოხსნის ეტაპებს შორის იქნება ორკვირიანი ინტერვალი, რომელიც ვითარების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. „შეზღუდვების მოხსნა პირდაპირ კავშირშია, თუ როგორ კეთილსინდისიერად შევასრულებთ იმ წესებსა და პირობებს, რომლებსაც ექიმები...
წინა სტატია შემდეგი სტატია ორშაბათიდან, 27 აპრილიდან მანქანების გადაადგილება, ტაქსის მუშაობა, აგრარული ბაზრები და ონლაინ ვაჭრობა აღდგება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახაროამ ანტიკრიზისული გეგემის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები ეტაპობრივად, 2 კვირის ინტერვალებით მოიხსნება იმ დაშვებით, რომ ეპიდემიოლოგიურ სურათზე დაყრდნობით გადაწყვეტლებები გადაიხედება. კომპანიები და ადამიანები ვალდებულები იქნებიან, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია დაიცვან. 2 კვირის შემდეგ აღდგება მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობები, სამშენებლო...
წინა სტატია შემდეგი სტატია პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მომავალი 6 თვის განმავლობაში კომპანიები 750 ლარის ოდენობის ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან. როგორც გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასი სრულად, ხოლო 750 ლარს ზემოთ ნახევრად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე 17 აპრილს დაწესებული შეზღუდვა  27 აპრილს მოიხსნება. ამავე პერიოდიდან იგეგმება, ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნაც. მიუხედავად ამისა,...
წინა სტატია შემდეგი სტატია ჯამში კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 500 000 000 ლარს დახარჯავს, საიდანაც 1,35 მილიარდი ლარი მოქალაქეებზე ზრუნვასა და მათ სოციალურ მხარდაჭერას მოხმარდება, 2.110 მილიარდი ეკონიმიკაზე ზრუნვასა და მეწარმეობის მხარდაჭერას, 350 მილიონი კი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და პანდემიასთან ბროლას- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. ამასთან, პრემიერის თქმით, უმუშევრად დარჩენილი ადამიანები 6 თვის განმავლობაში 1 200 ლარს მიიღებენ, თვეში...
წინა სტატია შემდეგი სტატია პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მეწარმეების დახმარების მიზნით, ამოქმედდება დღგ-ს ავომატური დაბრუნების მექანიზმი. როგორც პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, გარდა ამისა, წელს ბიზნესი დამატებით 600 მილიონ ლარს მიიღებს. „მეწარმეების, ეკონომიკისა და ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: პირველი გახლავთ ის, რომ ამოქმედდება დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების მექანიზმი, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ როგორც კი მეწარმეს პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა,...
წინა სტატია შემდეგი სტატია “2021 წლიდან გარანტირებულად ყველა პენსიონერს პენსია გაეზდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერს - 25 ლარით.  ეს არის ის მინიმუმი, რომელიც პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკს. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. "ჩვენ პენსიონერების საკმაოდ დიდი ჯგუფი გვყავს, ამ შეღავათით ისარგებლებს 410 ათასი პენსიონერი” – თქვა მან. ახალი კორონავირუსის გავრცელების...
წინა სტატია შემდეგი სტატია ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი მოცულობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების და ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღების და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე და ეს ჯგუფები 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600- ლარის დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა...
წინა სტატია შემდეგი სტატია საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო იმ ადამიანებს, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხდება, როგორც თვითდასაქმებულების ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება. "არის სერიოზული ჯგუფი და ფენა საზოგადოებაში, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები, ან თვლიდნენ თავს თვითდასაქმებულად. რა თქმა უნდა, უკიდურესად რთულია მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი ოფიციალურ ბაზებში არ აღირიცხებიან. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას სოციალური სამსახურების დასამარების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალურად გამარტივების...
შემდეგი სტატია მიზნობრივი სოციალური დახმარების ფარგლებში, საქართველოს მთავრობა გეგმავს, თვეში 200 ლარი გადაუხადოს მათ, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში გადავიდა. კერძოდ, ანტიკრიზისული გეგმით, კონკრეტული პირები დახმარების სახით მიიღებენ ჯამში 1 200 ლარს 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ლარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით,...
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა გადადგა, ვინაიდან პროცედურის მიხედვით, ე.წ. მინისტრთა ახალი კაბინეტის ხელმძღვანელი ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ უნდა წარადგინოს. გავრცეებული ინფორმაციით, ე.წ პრემიერმინისტრის პოსტს ალექსანდრე ანქვაბი დაიკავებს. შეგახსენებთ, აფხაზეთის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ინაუგურაციის ცერემონია გუშინ გაიმართა.
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ მილანი გეგმავს, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმა განახორციელოს და ქალაქის სატრანსპორტო სივრცე, საავტომობილო გზების შემცირების ხარჯზე, ველოსიპედებისა და ფეხით მოსიარულეთათვის გაზარდოს. მილანი იმედოვნებს, რომ ე.წ. "ლოქ დაუნის" დასრულებას უფრო მეტად სუფთა და ეკოლოგიური ტრანსპორტით შეხვდება. ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გააფართოვოს ველო და საფეხმავლო ბილიკებს იმისათვის, რომ დაიცვას მოქალაქეები დაინფიცირების რისკისგან და შეაჩეროს ნახტომი, რომელიც, შესაძლოა,...
მუსლიმურმა სამყარომ მძიმე მარხვა დაიწყო. რამადანის თვე ქართველი მუსლიმებისთვის წელს განსხვავებულია,  კორონავირუსის პანდემიის გამო  ყველა მეჩეთში ჯგუფური ლოცვა შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.  საქართველოს მუფთი მორწმუნეებს მოუწოდებს მაქსიმალურად გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სახლებში ილოცონ. ისლამის ისტორიაში პირველად რამადანის პერიოდში მექაში ქააბის სამლოცველო საზოგადოებისთვის დახურული იქნება. ერთთვიანი მარხვის დასასრულს, მუსლიმები ბაირამის დღესასწაულს ზეიმობენ. წელს ბაირამი 24 მაისს აღინიშნება. შეგახსენებთ, მიუხედავად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ

preload imagepreload image