ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა გადადგა

609

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა გადადგა, ვინაიდან პროცედურის მიხედვით, ე.წ. მინისტრთა ახალი კაბინეტის ხელმძღვანელი ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ უნდა წარადგინოს. გავრცეებული ინფორმაციით, ე.წ პრემიერმინისტრის პოსტს ალექსანდრე ანქვაბი დაიკავებს.

შეგახსენებთ, აფხაზეთის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ინაუგურაციის ცერემონია გუშინ გაიმართა.