ზუგდიდის მერია: მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვეული განრიგით მუშაობს

497

წინა სტატია

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად მუშაობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებმა წუხელ ზუგდიდის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს ისინი სახელფასო სისტემის შეცვლას ითხოვდნენ, თქვეს, რომ დამსაქმებელს გადასახადის გაძვირება სურს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მერიასთან ერთად უკვე იმსჯელეს და მძღოლებს გადასახადი არ გაეზრდებათ. მისი სიტყვებით, 2 თვეში ავტობუსებში დამონტაჟდება ელექტრონული აპარატები, რაც მოაწესრიგებს როგორც სახელფასო, ასევე გადახდის სისტემას.