2020-2021 წლებში ონის 8 სოფელი გაზიფიცირდება

141

2020-2021 წლებში ონის მუნიციპალიტეტში 8 სოფლის გაზიფიცირება განხორციელდება. ეს სოფლებია: შარდომეთი, ფარახეთი, სევა, ახალი ჩორდი, ზუდალი, კვაშხიეთი, შრომის უბანი და წმენდაური. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ამ დროისთვის დასრულებულია პროექტირება. მიმდინარეობს მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები, რის შემდგომაც გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი სამუშაოების შესრულებაზე.

პროექტის დასრულების ვადა 2021 წელი.