NDI: ტაქსების რეგულაციებს 47% დადებითად აფასებს, 47% – უარყოფითად

96

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ტაქსებთან დაკავშირებით რამდენიმე რეგულაცია ამოქმედდა. მათ შორის, თეთრი ფერის გარდა სხვა ფერის მანქანებით ტაქსის მოძრაობა აიკრძალა.

გამოკითხულთა აზრი თანაბრად გაიყო.

47% ამ აკრძალვას დადებითად აფასებს;

47% – უარყოფითად;

6%-მა – არ იცის;

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, დღეს, 16 იანვარს გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.