27 პოლიტიკოს შორის ყველაზე უარყოფითი რეიტინგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აქვთ. ასე გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 49% ფიქრობს. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში წერია.
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა 2019 წლის 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 180 (გამოპასუხება 35) პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი 1,9 პროცენტია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC — საქართველო