აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტმა ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა

861
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა

წინა სტატია

სტატიის გაგარძელება

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას იმედინიუსი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დადგენილებას, რომლითაც დეფაქტო პარლამენტის წევრები რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებენ, ხმა დეფაქტო პარლამენტის 19-მა წევრმა მისცა, წინააღმდეგ 4 გამოვიდა, ერთმა კი თავი შეიკავა.

ვითარება სოხუმში მას შემდეგ დაიძაბა, რაც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციამ ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი მიიტანა.

დეფაქტო პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად მისულ ე.წ. პარლამენტის წევრებს კი ხაჯიმბამ განუცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლისთვის მზად არ არის.

მანამდე რაულ ხაჯიმბამ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად ჩატარდა. მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47.38% მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46.19%.