20 ოქტომბერს ზუგდიდში “სამოქალაქო ბიუჯეტის“ საფუძველზე შესული საპროექტო ინიციატივების ფარული კენჭისყრა გაიმართება

94

20 ოქტომბერს, 11:00 საათიდან-19:00 საათამდე, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ საფუძველზე შემოსული საპროექტო ინიციატივების ფარული კენჭისყრა გაიმართება, – აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.

“ენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს (თან იქონიონ პირადობის მოწმობა) და 14-დან 18 წლამდე მოქალაქეებს (მოქალაქე ვალდებულია თან იქონიოს პირადობის ან დაბადების მოწმობა და ახლდეს ერთ-ერთი მშობელი ან მეურვე პირადობის მოწმობასთან ერთად), რომლებიც შესაბამის არეალში ცხოვრობენ (ქალაქის სამაჟორიტარო ზონების მიხედვით)”, – განმარტავენ ზუგდიდის მერიაში.

📣 20 ოქტომბერს, 11:00 საათიდან-19:00 საათამდე, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ საფუძველზე შემოსული საპროექტო ინიციატივების ფარული…

Posted by ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality on პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2019