ყაზბეგის სოფელ ყანობის მოსახლეობა ახალი ხიდით ისარგებლებს

1341

წინა სტატია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელი ყანობის მოსახლეობას ახალი თანამედროვე სტანდარტების სახიდე გადასასვლელით სარგებლობა უკვე შეუზღუდავად შეუძლია, – აცხადებენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მდინარე თერგზე სახიდე გადასასვვლელთან ერთად
ცენტრალური მაგისტრალიდან ხიდამდე ასფალტ-ბეტონის გზაც მოეწყო.

სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება, რომელიც Design-build-ის მეთოდით განხორციელდა, 2 900 320 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურული პროექტი შპს “გზამკვლევი 2001-მა“ შეადგინა, ხოლო სამუშაოები შპს “ჯორჯიან ბრიჯ ქონსტრაქშენ-მა” აწარმოა.