ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაეობი მიმდინარეობს.
როგორც ყაზბეგის მერიაში აცხადებენ, დასრულების ეტაპზეა სოფელ ყანობის მიმართულებით სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. ასევე, სოფელ ხურთისში წყლის სათავე ნაგებობის, გამწმენდი ნაგებობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა, ხოლო, სოფელ სიონისა და გარბანის დამაკავშირებელი ხიდზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, რეაბილიტაცია უტარდება მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობა N2-ს დაბა სტეფანწმინდაში.
“ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს”, – განმარტავენ მერიაში.