გორის ციხე ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა

577

წინა სტატია

მრავალწლიანი ლოდინის, არა ერთი მოთხოვნისა და პეტიციის შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გორის ციხე ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ გორის ციხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა, რის გამოც მუნიციპალიტეტს, ერთი მხრივ, მისი მოვლა-პატრონობის შესაძლებლობა არ ეძლეოდა, მეორე მხრივ კი, ციხის ტურისტულ პოტენციალს ვერ იყენებდა.