სანდრა რულოვსი და ოპოზიციის ლიდერები შეხვედრას მართავენ

208

სტატიის გაგრძელება

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის ადგილობრივ შტაბში ოპოზიციის ლიდერებისა და ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატის, სანდრა რულოვსის შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი სამოქმედო გეგმას შეეხება.

როგორც სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

როგორც ცნობილია, ცესკოს პირველადი შედეგებით, მერის რიგგარეშე არჩევნებში, 5-ვე მუნიციპალიტეტში – ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში გამარჯვება პირველივე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5-ვე ოლქში ხმების დათვლის პროცესი უკვე დაასრულა.

უფრო კონკრეტულად, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ყველა – 107 უბნის მონაცემების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18%, ხოლო “გაერთიანებული ოპოზიციის” კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო. რაოდენობრივად კი მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი შენგელია 30 470, სანდრა რულოვსი – 24 095. მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მოიპოვეს.

19 მაისის არჩევნებზე ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი – 107 – სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში იყო გახსნილი.