ცესკო: ზუგდიდში საუბნო კომისიებში რეგისტრატორების ბეჭდები შეცვლება

113

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე უბნებისთვის სამაგიდო სიების და კომისიის და რეგისტრატორების ბეჭდების გადაცემით კანონი არ დაურღვევია, საუბნო საარჩევნო კომისიების და რეგისტრატორების ბეჭდებს მთლიანად შეცვლის.

“რამდენადაც ეს საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას თითქოს, საარჩევნო ოლქის მიერ უბნების სათანადო ინვენტარითა და დოკუმენტაციით აჭღურვა იყო კანონდარღვევა და საფრთხეს უქმნიდა არჩევნებს, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება სამაგიდო სიების და ბეჭდების უკან, საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნების და მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ“, – განასცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

მისივე განმარტებით, ცესკომ ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი დამატებითი ეჭვის და ინტერპრეტაციების გამოსარიცხად მიიღო.

“შეიცვალა რეგისტრატორის ბეჭდები – უნდა შეიცვლოს ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხიც, ადგილობრივი და შემდეგ ცენტრალური ხელისუფლება”, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ.