გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი: იმედი მაქვს, რომ ზუგდიდელები მხარს დამიჭერენ

786

წინა სტატია

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი გუშინ ზუგდიდის №67 საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა. რულოვსის თქმით, იმედი აქვს, რომ ზუგდიდის მერობის რიგგარშე არჩევნებში მოსახლეობა მხარს დაუჭერს.

“იმედი მაქვს, რომ ზუგდიდელები მხარს დამიჭერენ 19 მაისს, შუალედურ არჩევნებში. აქედან დავიწყოთ საქართველოს გამარჯვება“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ზუგდიდის მერობისთვის ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზუგდიდის მერი ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა 12 სექტემბერს თანამდებობებიდან გადადგნენ. ორი თვის შემდეგ გოგია და გულორდავა დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს. სასამართლოს ჯერჯერობით მათ მიმართ განაჩენი არ გამოუტანია.