ბორჯომში პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე განაცხადების მიღება დასრულდა

949

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბორჯომის ისტორიული პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე 15 მარტს განაცხადების მიღება დასრულდა. კონცეფციის შემუშავებაზე 6 განაცხადი შევიდა.

კონკურსის მეორე ეტაპზე განაცხადებს სპეციალური კომისია შეისწავლის და 3 გამარჯვებულ პროექტს გამოავლენს.

“კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის ავტორისათვის დაწესებულია ერთჯერადი ფულადი ჯილდო 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ კონკურსანტებს 3 000 და 2 000 ლარი გადაეცემათ.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად. პირველი ეტაპი გამოცხადდა 15 თებერვალს და დასრულდა 15 მარტს. მეორე ეტაპი კი 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება.

პირველ ეტაპზე, შემოსული ნაშრომებიდან ჟიური შეარჩევს საუკეთესო პროექტებს. მე-2 ეტაპზე ჟიურისა და საზოგადოების ჩართულობით, შერჩეული ნაშრომებიდან გამოვლინდება 3 გამარჯვებული პროექტი. მოქალაქეებს კი მათთვის სასურველი პროექტისათვის ხმის მიცემა ვებგვერდის საშუალებით შეეძლებათ”, – აცხადებენ ბორჯომის მერიაში.