ლენტეხის მუნიციპალიტეტს რეგფონდიდან მხოლოდ 1 პროექტი დაუფინანსდა

193

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ლენტეხის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წელს მხოლოდ ერთი პროექტი დაუფინანსდა.

კერძოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეგფონდიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საავტომობილო გზების დამცავი ბეტონის კედლების და სანიაღვრე არხების მოწყობას 225 099 ლარი მოხმარდება.

ამასთან, ცნობილია, რამდენი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა რეგფონდიდან ონის, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.