ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

167

ზუგდიდის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსად ვლადიმერ გვილია დაინიშნა. გვილია საქმიანობას ამ პოზიციაზე 28 თებერვლიდან შეუდგა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მანამდე ვლადიმერ გვილია იგივე სამსახურში სამშენებლო ინსპექტირების განყოფილების უფროსად მუშაობდა. ამასთან, მის მოადგილედ ლეონტი ფაჟავა დაინიშნა, რომელიც ამავე სამსახურში მესამე რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტი იყო.

აღნიშნული პოზიცია ვაკანტური მასშემდეგ გახდა, რაც ლაშა ჯაიანი თანამდებობა დატოვა.