ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

958

წინა სტატია

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლაშა ჯაიანმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. როგორც მერიაში აცხადებენ, ჯაიანს პოსტიდან გადადგომის მიზეზად განცხადებაში ოჯახური პირობები აქვს მითითებული. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, განცხადება ჯაიანმა 25 დეკემბერს დაწერა და ახლა იურიდიული პროცედურებია დარჩენილი

როგორც გამოცემა “ლაივპრესი” წერს, თავად ლაშა ჯაიანი სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ არასამათავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 13 დეკემბერს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ლაშა ჯაიანის დაფუძნებულმა კომპანიამ 2016-2018 წლებში 70-ზე მეტ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 39 შემთხვევაში გაიმარჯვა. ეს მას შემდეგ, რაც ლაშა ჯაიანი თანამდებობის პირი გახდა. არასამთავრობოს განცხადებით, ტენდერების შესწავლისას გამოკვეთილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით.