ბორჯომის პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე ბორჯომის მერია კონკურსს გამოაცხადებს

108

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბორჯომის ისტორიული პარკის განვითარების მიზნით ბორჯომის მერია კონცეფციის შესამუშავებლად კონკურსს გამოაცხადებს. საპრიზო ფონდის ღირებულება 10 000 ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, ბორჯომის ისტორიული პარკის განვითარების შესახებ პროექტის დაწერა ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და საინიციატივო ჯგუფს შეეძლება.

“არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პროფესიონალების მიერ დაწერილი თუ უბრალოდ კარგი იდეების მქონე ადამიანები წარმოადგენენ თავინთ კონცეფციას. მთავარია, იყოს კარგად შედგენილი პროექტი, თუ როგორ შეიძლება ისტორიული პარკის განვითარება“, – ამბობენ ბორჯომის მერიაში.

კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსის გამოცხადების იდეა ბორჯომის მერიასა და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას ეკუთვნის. მოქალაქეების მიერ შედგენილ პროექტებს ჟიური შეარჩევს.