გამოკითხულთა უმრავლესობა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად გზებს, გარემოს დაბინძურებას და კომუნალურ გადასახადებს მიიჩნევს

811

გამოკითხულთა უმრავლესობა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად გზებს, გარემოს დაბინძურებას და კომუნალურ გადასახადებს მიიჩნევს, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ვკითხულობთ.

კითხვაზე, რა არის კეთილმოწყობასთან/ინტრასტრუქტურასთან დაკავშირებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თქვენს ქალაქსა თუ სოფელს აწუხებს, გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ ეს პრობლემა არის გზები, 22% – გარემოს დაბინძურებას ასახელებს, ასევე 22% – კომუნალურ გადასახადებს, 18% – წყლით მომარაგებას, 14% – კანალიზაციას, 13% – საგზაო მოძრაობას, 12%- საზოგადოებრივ ტრანსპორტს, 11-11% – გაზმომარაგებას, სუფთა ქუჩებს და უსახლკარო ცხოველებს და ა.შ.

NDI-ის გამოკითხულთა 29%, ასევე, მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 30% კი ფიქრობს, რომ საქართველოს საერთოდ არ ვითარდება, ხოლო 38% აცხადებს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 44% ამბობს, რომ სამუშაო ადგილების მიმართულებით ქვეყანაში ვითარება საერთოდ არ იცვლება, ხოლო 43% ამბობს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანა არასწორად ვითარდება.

გამოკითხული მოსახლეობის 11% აცხადებს, რომ სამუშაო ადგილების მიმართულებით ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 2%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. კვლევაში გამოკითხული მოქალაქეები, ასევე, პასუხს სცემენ განათლების ხარისხის, სასამართლო სისტემის, პოლიციის საქმიანობის, კრიმინალური მდგომარეობის, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ კითხვებს.

ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება

NDI-ის გამოკითხულთა 83% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ხოლო მხარს არ უჭერს გამოკითხული მოსახლეობის 9%.

რაც შეეხება ნატო-ს, კვლევის თანახმად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამოკითხულთა 78% უჭერს მხარს, ხოლო გამოკითხული მოსახლეობის 13% – არ უჭერს.

კრიმინალური მდგომარეობა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა.

კითხვაზე, თქვენი აზრით, ბოლო 10 წელიწადში როგორ შეიცვალა საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა? – გამოკითხულთა 43% აცხადებს, რომ გაუარესდა, 32% აცხადებს, რომ მდგომარეობა იგივე დარჩა, 18% აცხადებს, რომ გაუმჯობესდა, ხოლო 7% ამბობს, რომ არ იცის.

პოლიციის საქმიანობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 21% – უარყოფითად, გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ არ იცის, როგორ შეაფასოს პოლიციის საქმიანობა.

რაც შეეხება ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციისადმი მიმართვიანობას, გამოკითხულთა 94% ამბობს, რომ პოლიციისთვის არ მიუმართავს, ხოლო 5% ამბობს, რომ მიმართა. გამოკითხვის თანახმად, აღნიშნულ 5%-ში შესული ადამიანების უმრავლესობამ პოლიციას მიმართა, როგორც მსხვერპლმა და ასევე უმეტესობა კმაყოფილი იყო პოლიციის რეაგირებით.

სასამართლო სისტემა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, 33% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში საერთოდ არაფერი იცვლება, 16% მიიჩნევს, რომ სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 20% აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი საერთოდ არ იცის.

განათლების ხარისხი

კითხვაზე, რამდენად კარგად ართმევს თავს მთავრობა მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას, პასუხები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ მთავრობა კარგად ართმევს, გამოკითხულთა 3% კი, მიიჩნევს რომ მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებას, 27% კი მიიჩნევს, რომ ცუდად ართმევს, ხოლო 7% ფიქრობს, რომ ძალიან ცუდად. კითხვაზე პასუხი არ აქვს 15%-ს.

ამასთან, გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის აუცილებელია. გამოკითხულთა 21% კი მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი ეროვნული გამოცდებისთვის არ არის აუცილებელი, კითხვაზე არ პასუხი არ აქვს 5%-ს.

რაც შეეხება კითხვას, საჭიროა თუ არა სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარებისთვის რეპეტიტორი, გამოკითხულთა ხმები ასე გადანაწილდა: 55% – საჭიროა, 40% არ არის საჭირო, ხოლო 5%-მა პასუხი არ იცის.

ასევე, კითხვაზე, საჭიროა თუ არა რეპეტიტორი სკოლაში კარგად სწავლისთვის, მონაცემები ასეთია: საჭიროა – 47%, არ არის საჭირო -48, ხოლო 5%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2,1%-ს შეადგენს.