საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 10 583 022 ლარი გამოიყო

წინა სტატია

შეგახსენებთ, რომ ცესკოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოთხშაბათს 28 ნოემბერს გაიმართება.

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლისთვის, კენჭისყრის დრო ღამის 12 საათამდე გაგრძელდება. ხოლო, ავღანეთში, 2 უბანზე პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 26 ნოემბერს გაიმართება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ გაასაჩივრებს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ არჩევნები სამუშაო დღეს ჩატარდება.

საქართველოში მოქმედი სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებდნენ. მათი განცხადებით,  არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის გამო საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები