25 ოქტომბერს მარნეულში მოქმედი შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა და საბიუჯეტო ინიციატივები დაარეგისტრირა. ამის შესახებ “რადიო მარნეულთან“ საუბარში პლატფორმა სალამის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რაბილ ისმაილმა განაცხადა.
მისი თქით, მარნეულში მოქმედმა რადენიმე ორგანიზაციამ ჩატარებული საჭიროებების კვლევის შემდეგ გაერთიანდნენ და ბიუჯეტის პროექტის მომზადება გადაწყვიტეს.
“სხვადასხვა ორგანიზაციები, ჯგუფები ერთ აზრზე არიან, რომ მარნეულში მომსახურეობები უნდა განახლდეს. ეს მომსახურეობები მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისი უნდა იყოს. წლებია ერთ რამეს ვაკეთებთ, თუმცა ადგილობრივ თვითმმართვლეობასა და ხალხს შორის დიდი სიცარიელე არსებობს. ეს სიცარიელე რომ აღმოიფრას, რამე მექანიზმები, მომსახურეობები უნდა შეიქმნას. მათგან ყველაზე დიდი გამოწვევა არის თარგმანის მომსახურეობა. ასე შეიქმნება ურთიერთობები და პირდაპირ მერიას მიმართავენ, ვინმესგან არ მოითხოვენ დახმარებას. ამჟამად სოფლის გამგებელს ან ვინმე დეპუტატს სთხოვენ დახმარებას. ზოგჯერ სოფლის გამგებელმა და დეპუტატმაც არ იცის როგორ დაწეროს განცხადება. ამიტომ გვინდა რომ მომსახურეობა თვითონ მერიის ბალანსზე შეიქმნას და ხალხი პირდაპირ მერიასთან იყოს კავშირში“
სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრის თავმჯდომარის, რაშან ზიადალიევის თქმით, მარნეულში ჩატარებულ შეხვედრებზე უკეთ გაიცნეს ის პრობლემები, რაც მოსახლოებას აწუხებს.
ზიადალიევმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პრობლემა ახალგაზრდებთან არის დაკავშირებული. ამბობს, რომ ზოგ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს. ზოგში კი მხოლოდ დღეში ერთი საათი მუშაობს. არის ისეთი სოფლები, სადაც ტრანსპორტი კვირის ბოლო დღეებში არ დადის.
“სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრი, ორგანიზაცია საფარი და ჩEAჩ-თან ერთად ევროპის ფონდის ფინანსური დახმარებით მარნეულის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის და ქალების პოლიტიკურ, სოციალურ ცხოვრებაში აქტივობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით ახორციელებს პროექტს. პროექტის ფარგლებში ქალების საჭიროებებია განხილული. ჩატარებული კვლების შედეგად დავინახეთ, რომ მარნეულში ქალების ძირითადი პრობლემებიდან ერთ-ერთი ასევე ყველა მოქალაქის პრობლემა საბავშვო ბაღების არ არსებობაა. აქედან გამომდინარე ჩვენ დავინახეთ, რომ სოფელ კაჩაგანში და აღმამედლოში ბაღის აშენებას ითხოვენ. ჩვენ თითო სოფელშ 2 შეხვედრა ჩვატარეთ და ხელმოწერები შევაგროვეთ. შემდგომ კი ბიუჯეტის პროექტი დავწერეთ, მარნეულის მერიას მივმართეთ“
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტი „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, „ პლატფორმა სალამის“, „სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრის“, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდობის კავშირის“, „ალგეთის ახალგაზრდული ცენტრის“, „მწვანე აზროვნების“ და , „ნაბიჯები მომავლისთვის“ მიერ მომზადდა.
პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.