ცესკომ საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემები გამოაქვეყნა

1542

წინა სტატია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემები გამოაქვეყნა. შედეგების თანახმად, ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, წინა მონაცემებთან შედარებით, ხმათა რაოდენობა 1%-ით აქვს გაზრდილი. მან ხმების 38.64% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს იგივე პროცენტი – 37,74% დაუფიქსირდა.

მესამე ადგილზე კვლავ “ევროპული საქართველოს” კანდიდატი დავით ბაქრაძეა ხმათა 10.97%-ით. მას მოსდევს ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც ხმების 3.74% დააგროვა. მას ხმების 1% ჩამოაკლდა.

მომდევნო ადგილზე არიან “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომლებმაც ერთნაირი პროცენტი – 2.26% მიიღეს, თუმცა, ჯაფარიძე უსუფაშვილს 18 ხმით უსწრებს. შემდეგი “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატი კახა კუკავაა, რომელმაც ხმათა 1.33% მიიღო.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ ჯამში 3.06% დააგროვეს.