ზუგდიდის მერიის თანამშრომელი: კრებები არ ასახავს სოფლის საჭიროებებს

148

წინა სტატია

ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსის რუსლან კილასონიას განცხადებით, სოფლის საჭიროებების გამოსაკვლევად კრებების ჩატარება მოძველებული ფორმაა და ის უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ მან ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობაზე გამოცემა “ლიბერალის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“სოფლის კრებები არ ასახავს სოფლის საჭიროებებს. ევროპულ ქვეყნებში ასე არ ხდება. შევაგროვებთ ხალხს სოფელში და ვეტყვით, რომ თქვან თავიანთი პროექტები, ისინი კი სურვილებს გამოთქვამენ. მაგალითად, ამა თუ იმ სოფელში მოქალაქე იტყვის, რომ სოფელს სჭირდება ხიდი, ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს მეცნიერული დასკვნები, კვლევები, შესაძლებელია თუ არა, რომ იმ სოფელში გაკეთდეს ეს ხიდი. მეთოდები კრებების ჩატარების, ოქმების და ხელმოწერების უნდა შეიცვალოს. კვლევების ჩატარებაა საჭირო“, განაცხადა რუსლან კილასონიამ.

ამასთან, აღნიშნულ ძეხვედრაზე ზუგდიდში ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვრივალობაზეც ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალტეტში სოფლის კრებები 5 ნოემბრიდან დაიწყო.