როგორი იქნება აბასთუმნის ობსერვატორია რეაბილიტაციის შემდეგ (ფოტოკოლაჟი)

წინა სტატია

აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტის რეაბილიტაციისთვის 3 მლნ–მდე ლარია გაწერილი და სამუშოები 2019 წლის ივნისში დასრულდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

პროექტი დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

ასევე, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.

მსგავსი სიახლეები