გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი
სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ამჯერად, შესაბამისი სარეაბილიტაციო
სამუშაოები ჩიქვანაიას N21-ში მდებარე სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისიში“
ჩატარდა.
ჯამში, გლდანის რაიონში მიმდინარე წელს სპორტული მოედანი 9 მისამართზე
რეაბილიტირდა. გარდა ამისა, ორ მისამართზე სრულიად ახალი ფეხბურთისა და
ერთი კალათბურთის მოედანი ეწყობა.
პროექტისთვის დაახლოებით, 44 244 ლარი დაიხარჯა.
ქარელის პირველ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – აცხადებს სკოლის დირექტორი მარიკა საზანდრიშვილი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით 60 სკოლაა შერჩეული და მათგან შორისაა ქარელის პირველი საჯარო სკოლაც.
“სკოლაში ამ ეტაპზე 586 მოსწავლე სწავლობს. სკოლაში რეაბილიტაციის დაწყების შემდეგ, ბავშვები სწავლას ახლომდებარე სკოლებში გააგრძელებენ. განიხილება რამდენიმე სკოლა. დაზუსტებით პასუხი გვეცოდინება, როდესაც რესურსცენტრი შეუთანხმდება განათლების სამინისტროს. ეს გარკვეულ თანხებთანაც იქნება დაკავშირებული, რადგან...
ოპოზიცია ქობულეთში მოუწესრიგებელ საპლაჟო ინფრასტრუქტურაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით, ბულვარის რეაბილიტაციაზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა, ჯებირი მალევე დაზიანდა და ახლა განმეორებითი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ოპოზიციის თქმით, ეს ყველაფერი ტურისტულ სეზონს ხელს უშლის და მსგავსი სამუშაოები მანამდე უნდა განხორციელდეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ოპოზიციის პრეტენზიებს ქობულეთის მერი პასუხობს. მისი განცხადებით, აღნიშნული სანაპირო ჯებირი სტიქიის შედეგად დაზიანდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი რამდენიმე დღეში...
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ბაღდათში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
კურორტ საირმის მიმდებარედ მცხოვრებ 7 ოჯახს პროკურატურა მიწების თაღლითური სქემით მისაკუთრებას ედავება და საქმეზე ადგილობრივებს ბრალიც წარედგინათ. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ მამაპაპისეული მიწები საჯარო რეესტრის დახმარებით დაუმტკიცეს და კანონი არ ურღვევიათ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდებულების მორიგი პროცესი გაიმართა, რომლებსაც ადგილობრივებმა სოლიდარობა გამოუცხადეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს 6-9 წლამდე...
ქუთაისის მერიამ გიორგი გაბუნიას ლოიალობისათვის ათასამდე კვ მეტრი ფართობი 10 წლის იჯარით, წელიწადში 6300 ლარად გადასცა - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
გიგა შუშანიას თქმით, იჯარა გაბუნიას სახელზე გაფორმებული არ არის, თუმცა დოკუმენტაციის შემომტანი თავად არის.
"ერთი წლის წინ ჯერ 500 კვადრატული გადაეცა იუმორისტს. მას ვალდებულება ჰქონდა აღებული ფართობზე სპორტული მოედანი აეშენებინა, რაც...
ქალაქ თელავში ურბანული განახლების მიზნით ალაზნის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო.
როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ალაზნის გამზირის გზის საფარის და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია, გამყოფი ზოლის მოწესრიგება და გამწვანების სამუშაოების განხორციელება. ამასთან, პროექტის ფარგლებში მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებები.
"პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე, გააადვილებს აღნიშნულ არეალში თავმოყრილ სავაჭრო, სამედიცინო და საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობას. პროექტი ხორციელდება...
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიღმის მასივში, მეოთხე კვარტლის მე-17 და მე-18 კორპუსების მიმდებარედ, ავტოფარეხების ადგილზე, მოსასვენებელი სივრცე მოეწყო.
მათივე ცნობით, დიდუბის გამგეობამ გასულ წელს ადგილობრივი მცხოვრებლების თანხმობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა. შემდგომ მოსახლეობასთან შეთანხმებით, მოსასვენებელი სივრცის პროექტი მომზადდა და მშენებლობა დაიწყო.
„პროექტის მიხედვით, დეკორატიული ფილები დაიგო, ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოისაზღვრა, განათების სისტემა მოეწყო. სივრცეში საბავშვო და სპორტული ზონები განთავსდა. ტერიტორიაზე საპარკე ინვენტარი დაიდგა, რულონური...
წინა სტატია
ქარელის საცურაო აუზი კიდევ 2 თვე არ გაიხსნება, – ამის შესახებ ქარელის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა საკრებულოს კომისიის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“აუზის შემოწმების დროს დადგინდა ხარვეზები. კომპანიას, ვინც აუზის სამშენებლო სამუშაოები შეასრულა, ამ ხარვეზების გამოსაწორებლად მიცემული აქვს თავისი ვადები. ასეთი რამ ნებისმიერ მშენებლობის დროს ხდება”, – განაცხადა ალექსი ჯოჯიშვილმა.
მისი თქმით, ისინი ექსპექრტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელიც...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონი მოეწყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
კასპის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის თქმით, სტადიონის მიმდებარედ სატრენაჟორო სივრცეც კეთდება.
“სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 84 492 ლარია. რაც შეეხება სატრენაჟორო სივრცის მოწყობას, ამისთვის თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დაიხარჯება.”
გლდანის რაიონში ორ მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონა მოეწყო, ორზე კი მიმდინარეობს.
"გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დიდი მოცულობის სკვერებთან ერთად, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და მოსასვენებელი ტერიტორიის მოწყობაც მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, ბავშვებისთვის გასართობი ზონები ორ მისამართზე დასრულდა, ორ
მისამართზე კი მიმდინარეობს. სივრცეები ითვალისწინებს გასართობი ატრაქციონების, სკამების, ნაგვის ურნების განთავსებას, კაუჩუკის საფარის დაგებასა და მოაჯირის მოწყობას.
საბავშვო ზონები წყალსადენის N7 (ყოფილი სასტუმრო ,,ბახტრიონის“) მიმდებარედ...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” და „სამართლიანმა არჩევნებმა” შეისწავლეს დოკუმენტაცია, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების” მიერ შექმნილი ელექტრონული ფოსტის securgd@gmail.com, 2018-2019 წლების კორესპონდენციასა და 2020 წლით დათარიღებულ დოკუმენტაციას მოიცავდა. ამასთანავე, საჯარო ინფორმაციის მეშვეობით გადამოწმდა დოკუმენტებში არსებული გარკვეული მონაცემები. Droa.ge კვლევას უცვლელად გთავაზობთ.
"კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება...
დაბა თიანეთში ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, უკვე აღდგა პარკთან დამაკავშირებელი ხიდი, დაეგო ქვაფენილი, მოეწყო სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია და ბავშვთა გასართობი კუთხე. ამ ეტაპზე კი ადგილზე გამწვანებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ღია სცენასა და მაყურებლების სივრცეს.
პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო...
ელექტრომომარაგებისა და გზის გარეშე დარჩენილ შატილს, მოსახლეობისგან დაცარიელება ემუქრება. რა ხდება შატილის კოშკებში და რა სახის პრობლემები ემუქრება წარსულის პირდაპირ მემატიანეს. ინფორმაციას პალიტრავიდეო ავრცელებს.
მთის სიყვარულით ხევსურეთში საცხოვრებლად დაბრუნებული გიორგი ჭინჭარაული იმ პრობლემათა ჯაჭვზე საუბრობს, რომელიც საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას საფრთის ქვეშ აყენებს.
„შატილში, დაახლოებით, 60-მდე კოშკია და აქედან 3 ნგრევის პირასაა, პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი, სახურავიდან ჩამოსული წყალია, რომელიც კოშკის კედლებს აზიანებს....
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსად იოანე მენაბდე დაინიშნა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, სივრცითი დაგეგმვის და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმარების პოლიტიკის განსაზღვრისა და გატარების, ტერიტორიების გამოყენებისა და განვითარების მოწესრიგების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად 2022 წელს შეიქმნა.
„სააგენტოს ძირითად ფუნქციებად განისაზღვრა სივრცის დაგეგმარების და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის...
საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ განვითარებისა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, რუსთავში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები სტადიონის სასტუმრო კომპლექსსა და სასადილოში მიმდინარეობს.
"ორივე შენობაში შიდა სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.პროექტით გათვალისწინებულია სველი წერტილების მოწესრიგება, ახალი ელექტროგაყვანილობის მოწყობა და ფასადების შეღებვა. სამუშაოების ღირებულება 204 826 ლარია", - განმარტავენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და სექტემბერში უნდა...
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი აცხადებს, რომ ვარკეთილის მეტროს სადგურის რეაბილიტაციაზე კომპანიას ხელშეკრულება მაისში გაუფორმდა, თუმცა, სამუშაოები ამ დრომდე არ დაუწყია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
მისივე თქმით, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციას შპს მამისონი განახორციელებს. კოპმანია, რომელიც გოცირიძის მეტროს სადგურზე გაწეული სამუშაოებისთვის თბილისის მერიამ დააჯარიმა.
“ხელშეკრულება კონტრაქტორთან მაისში დავდეთ. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა საორგანიზაციო საკითხები დროულად მოაგვარონ და მხოლოდ ამის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































