ქარელის პირველ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

404

ქარელის პირველ საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – აცხადებს სკოლის დირექტორი მარიკა საზანდრიშვილი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით 60 სკოლაა შერჩეული და მათგან შორისაა ქარელის პირველი საჯარო სკოლაც.

“სკოლაში ამ ეტაპზე 586 მოსწავლე სწავლობს. სკოლაში რეაბილიტაციის დაწყების შემდეგ, ბავშვები სწავლას ახლომდებარე სკოლებში გააგრძელებენ. განიხილება რამდენიმე სკოლა. დაზუსტებით პასუხი გვეცოდინება, როდესაც რესურსცენტრი შეუთანხმდება განათლების სამინისტროს. ეს გარკვეულ თანხებთანაც იქნება დაკავშირებული, რადგან საჭირო გახდება ბავშვების ტრანსპორტირება”, – განაცხადა საზანდრიშვილმა.

მისი თქმით, მოსწავლეების ტრანსპორტირებას სკოლა უზრუნველყოფს.

“შემდეგ კი დავბრუნდეთ ახლად რეაბიტირებულ სკოლაში, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით იქნება გაკეთებული, როგორც გვითხრეს ლიფტიც კი იქნება”, – ამბობს სკოლის დირექტორი.

რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და შემოდგომით დაიწყება.