ელექტრომომარაგებისა და გზის გარეშე დარჩენილ შატილს, მოსახლეობისგან დაცარიელება ემუქრება. რა ხდება შატილის კოშკებში და რა სახის პრობლემები ემუქრება წარსულის პირდაპირ მემატიანეს. ინფორმაციას პალიტრავიდეო ავრცელებს.
მთის სიყვარულით ხევსურეთში საცხოვრებლად დაბრუნებული გიორგი ჭინჭარაული იმ პრობლემათა ჯაჭვზე საუბრობს, რომელიც საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას საფრთის ქვეშ აყენებს.
„შატილში, დაახლოებით, 60-მდე კოშკია და აქედან 3 ნგრევის პირასაა, პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი, სახურავიდან ჩამოსული წყალია, რომელიც კოშკის კედლებს აზიანებს. ჰესი, რომელიც სოფელს დენით უნდა ამარაგებდეს, საფუძვლიან რესტავრირებას მოითხოვს. თუმცა, რეალურად დაზიანება მხოლოდ ლოკალურად გვარდება, რასაც საბოლოო ჯამში იგივე წრესთან მივყავართ,“- აღნიშნავს გიორგი ჭინჭარაული.
შატილის მცხოვრებლების შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო ტურიზმია, პირიქითა ხევსურეთში ტურისტები ძირითადად შატილის კოშკების დასათვალიერებლად მიდიან და ღამის გათევაც უმეტესად კოშკში სურთ. თუმცა, როგორც ჭინჭარაული ამბობს, უშუქობის გამო, ტურისტები შეკვეთებს აუქმებენ.
მისივე თქმით, ტურისტებისგან მივიწყებულ რეგიონს, ყველა სხვა პრობლემასთან ერთად სამედიცინო პერსონალის სიმცირეც აწუხებს.
„პრობლემების ჯაჭვს 2000 წლამდე მივყავართ, ბოლოს კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ ამ წელს მოხდა, მას შემდეგ რამდენიმე კოშკიც რესტავრირდა. წლების განმავლობაში, ტურისტების მოსაზიდად დიდი თანხა გამოიღო, თუმცა, როგორც გიორგი ამბობს, დაზიანებები ან იგივე დარჩა ან გამწვავდა,“- განაცხადა ჭინჭარაულმა.
შატილის ციხე-სოფელი შუასაუკუნეების ძეგლია. კოშკები 2007 წლიდან იუნესკო-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საცდელ ნუსხაშია შეტანილი.
კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის, წარსულისა და მთის პატივისცემით დაწყებული ისტორია დასასრულისკენ მიდის. როგორც გიორგი ჭინჭარაული ამბობს, არამხოლოდ ხევსურეთის დატოვებას არამედ ემიგრაციაში წასვლასაც გეგმვას, რადგან რესურსები სულ უფრო იწურება, იმედი კი ჯერ არსად ჩანს.