გლდანის რაიონში ორ მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონა მოეწყო, ორზე კი მიმდინარეობს.
“გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დიდი მოცულობის სკვერებთან ერთად, ბავშვთა გასართობი მოედნებისა და მოსასვენებელი ტერიტორიის მოწყობაც მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, ბავშვებისთვის გასართობი ზონები ორ მისამართზე დასრულდა, ორ
მისამართზე კი მიმდინარეობს. სივრცეები ითვალისწინებს გასართობი ატრაქციონების, სკამების, ნაგვის ურნების განთავსებას, კაუჩუკის საფარის დაგებასა და მოაჯირის მოწყობას.
საბავშვო ზონები წყალსადენის N7 (ყოფილი სასტუმრო ,,ბახტრიონის“) მიმდებარედ და III მიკრორაიონის N 68ა – 68 ბ კორპუსებთან დასრულდა, გლდანის II მიკრორაიონის N28 და მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N45 კორპუსებთან კი, მიმდინარეობს”, – განმარტავენ გამგეობაში.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 228 681 ლარი დაიხარჯება.