მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერების შესაძენად 500 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. სატენდერო წინადადების მიხედვით, პლასტმასის ნაგავშემკრები კონტეინერები 1 100 ლიტრის მოცულობის იქნება, მაქსიმალური ტვირთამწეობა კი 440 კილო უნდა ჰქონდეს. 500 000 ლარად მერია არანაკლებ 829 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერის შესყიდვას აპირებს. 500 000 ლარად ნაგავშემკრები კონტეინერების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 29 ივნისს გამართულ...
თელავის და აფულას მერებმა ორ ქალაქს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. თელავის მერიის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი ისრაელში, ქალაქ აფულაში შეხვედრებს მართავს. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის ხელშეწყობით თელავსა და აფულას შორის მოლაპარაკებები ისრაელში ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა. „შეთანხმება ორი ქალაქის მუნიციპალიტეტებს შორის სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი თელავის...
გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 3 000 000 ლარი, რომელიც ქალაქის გარემოს გაუმჯობესებასა და კეთილმოწყობას მოხმარდება. ინფორმაციას რადაიო მოზაიკა ავრცელებს. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს აძლევს შანსს, წარადგნინონ ინიციატივა ქალაქის გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და გამარჯვებული იდეები სრულად დაფინანსდება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. საინიციატივო წინადადებების წარდგენა 29 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდს.
ქარელის პირველ საჯარო სკოლის ბაზაზე პროფესიული სასწავლებელი იქმნება, რომლის სერტიფიკატიც აღიარებული იქნება ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიერ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “პროფესიულ სასწავლებლში გაცემულ სერთიფიკატს და დიპლომს ექნება მსოფლიოში და ევროპის ქვეყნებში აღიარება ასეთი მაღალი დონის სასწავლებელი იქმნება ქარელის პირველ საჯარო სკოლაში”, – განაცხადა მარიკა საზანდრიშვილმა. მისი თქმით, ქარელის პირველი საჯარო სკოლა იქნება პირველი, სადაც პროფესიული სასწავლებელი შეიქმნება და ახალგაზრდებს...
ტყიბულში 35-ზე მეტი შენობა სრულად განახლდება. განახლება, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს ენერგოდამზოგველი და შესაბამისად ჩვენი მოსახლეობისთვის ხარჯების დამზოგველი, მასალების გამოყენებას. ეს არის დათბუნება, იზოპროფილების კარ-ფანჯარა, საჭიროების შემთხვევაში - გადახურვა, საინჟინრო ქსელების მოწესრიგება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ტყიბულში მიმდინარე ურბანული განახლების სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში,...
ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. "უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე,...
გორის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, სკვერი მოეწყობა. გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და სამუშაოებისთვის 188 035 ლარი გაითვალისწინა. სოფლები, სადაც სკვერები გაკეთდება: დიდი გორიჯვარი; ზერტი; დიცი; თედოწმინდა; მუმლაანთკარი; სათბურის დასახლება; ტინისხიდი; უფლისციხე; ქვახვრელი; ქვემო რიეთი; ქვეში. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფშავში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 28-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. საუბარია ფშაველი-აბანო-ომალოს გზის პირველ ლოტზე, რომლის სიგრძეც 13.4 კილომეტრია. “საპროექტო გზის სიგანე ცვალებადია 4,5-6 მ, მ, იქ სადაც გზის სიგანე შერჩეულია 4,5 მ, გათვალისწინებულია გზის გაფართოებები რელიეფის გათვალისწინებით. არსებული გზა განლაგებულია რთულ რელიეფზე, დაზიანებული და ამორტიზერებულია. საპროექტო მონაკვეთი იწყება არსებული გზის დაახლოებით მე-7 კმ-დან. არსებული დასაპროექტებელი გზის დაახლოებით 6 კმ წარმოადგენს დაზიანებულ ასფალტო-ბეტონის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 750 მეტრი სიგრძის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფლის ორ უბანში მოეწყობა გზის საფარი, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. ამასთან, აღნიშნულია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გზის ამ მონაკვეთზე, რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. „გარდა ამისა, უხვი ნალექის დროს, სოფლის ცენტრალური გზიდან ჩამოსული ნიაღვარი გზის საფარს აზიანებდა და პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. პროექტის დასრულების შემდეგ, გზის საფარის მოწესრიგებასთან...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში სამთავრობო აგარაკი "ბიჭვინთის" რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადასვლას ეხმაურება და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. "ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყვეტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ"- წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე. 2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს...
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყება წერს, რომ მომხდარზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ასევე, სუს-ის ინფორმაციით, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. "ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების...
29 ივლისს გურიაში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში, ჩაის ფესტივალი გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ( GIZ ) ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით ტარდება. ქართული ჩაის ფესტივალი გურიაში პროექტ ჩაის გზის ფარგლებში იმართება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია, მუსიკოსთა პარკი. ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ თაფლი, ჩირი, ღვინო და სხვა პროდუქტები....
წელს, ბათუმთან ერთად „World Travel Awards-ის" პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმის ბულვარია წარდგენილი. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბულვარი ევროპის წამყვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაზე ეიფელის კოშკის, საგრადა ფამილიას, კოლიზეუმის, ბუკინგების სასახლისა და არკოპოლისის გვერდითაა დასახელებული. რაც შეეხება ბათუმს, ის წელსაც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებს. „World Travel Awards“-ის ჯილდოს ბათუმი 2019 წლიდან არ თმობს. ბათუმის...
გლდანის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აგრძელებს. ამჯერად, სკვერის მოწყობის სამუშაოები ა მიკრორაიონის N 50 - 52 კორპუსებთან დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის შედეგად, განთავსდება ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი. მათივე ცნობით, ასევე, დაიგება ბალახი და განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 150 000 ლარამდე დაიხარჯება.
„ქართულმა ოცნებამ“ ბათუმი უკანონო დაშენება-მიშენების ქალაქად აქცია, - ეს განცხადება ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რაზო ხარაზმა ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ახალ ბულვარში მაღალსართულიან კორპუსზე უკანონო დაშენება მიმდინარეობს, რაზეც ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურს რეაგირება არ აქვს. რეზო ხარაზის თქმით, ბათუმში უკანონო მშენებლობებს თავად ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი უწყობს ხელს. “ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია “ვიევ ბათუმის” საცხოვრებელ კორპუსზე უკანონო დაშენება მიმდინარეობს,...
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გომის მთის მიმართულებით 30 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. მათივე განმარტებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებიდან გომის მთის მიმართულებით 30 კილომეტრამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. "ცემენტობეტონის საფარის მოწყობით მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაა, რომლითაც გურიის და აჭარის მოსახლეობა და ტურისტები კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებენ", - განმარტავენ სამინისტროში.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ