აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გომის მთის მიმართულებით 30 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მათივე განმარტებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებიდან გომის მთის მიმართულებით 30 კილომეტრამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.
“ცემენტობეტონის საფარის მოწყობით მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობისაა, რომლითაც გურიის და აჭარის მოსახლეობა და ტურისტები კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებენ”, – განმარტავენ სამინისტროში.