გორის მერია: ბერბუკში 750 მეტრი სიგრძის გზის მოწყობა მიმდინარეობს

239

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 750 მეტრი სიგრძის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფლის ორ უბანში მოეწყობა გზის საფარი, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. ამასთან, აღნიშნულია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, გზის ამ მონაკვეთზე, რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.

„გარდა ამისა, უხვი ნალექის დროს, სოფლის ცენტრალური გზიდან ჩამოსული ნიაღვარი გზის საფარს აზიანებდა და პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.

პროექტის დასრულების შემდეგ, გზის საფარის მოწესრიგებასთან ერთად, მოსახლეობას ეს პრობლემაც მოუგვარდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.