ქარელის N1 საჯარო სკოლაში პროფესიული კოლეჯი გაიხსნება, სადაც სწავლა უფასო იქნება

410

ქარელის პირველ საჯარო სკოლის ბაზაზე პროფესიული სასწავლებელი იქმნება, რომლის სერტიფიკატიც აღიარებული იქნება ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიერ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“პროფესიულ სასწავლებლში გაცემულ სერთიფიკატს და დიპლომს ექნება მსოფლიოში და ევროპის ქვეყნებში აღიარება ასეთი მაღალი დონის სასწავლებელი იქმნება ქარელის პირველ საჯარო სკოლაში”, – განაცხადა მარიკა საზანდრიშვილმა.

მისი თქმით, ქარელის პირველი საჯარო სკოლა იქნება პირველი, სადაც პროფესიული სასწავლებელი შეიქმნება და ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების საშუალებას მისცემს.

“საქართველოს მასშტაბით, 20 სკოლაა შერჩეული და მათ შორის არის ქარელის პირველი საჯარო სკოლაც. ძალიან კარგი პროექტია, რადგან ბავშვები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს და შემდეგ მათ სამუშოა არ აქვთ. იმ მხრივაც ძალიან კარგია, რომ ცხრა კლასის ბაზის მქონე მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ სადმე წავიდნენ და ისწავლონ, აქ გააგრძელებენ სწავლას. მაგალითად, ჩვენთან არიან დევნილი ბავშვები, სოციალურად დაუცველები და მე ვიცი მათი მშობლებისგან, რომ მათ გადადგილების საშუალებაც კი არ აქვთ, რომ ბავშვები სხვა ქალაქებში გაუშვან სასწავლებლად, აქ კი სრულიად უფასოდ დაეუფლებინ პროფესიას.”

არსებული ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებელში სწავლება შესაძლებელი იქნება ციფრული, გრაფიკული დიზაინის და კულინარიის მიმართულებითაც.

პროექტი აზიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.