ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ნაწილის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

291

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფშავში საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 28-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.

საუბარია ფშაველი-აბანო-ომალოს გზის პირველ ლოტზე, რომლის სიგრძეც 13.4 კილომეტრია.

“საპროექტო გზის სიგანე ცვალებადია 4,5-6 მ, მ, იქ სადაც გზის სიგანე შერჩეულია 4,5 მ, გათვალისწინებულია გზის გაფართოებები რელიეფის გათვალისწინებით.

არსებული გზა განლაგებულია რთულ რელიეფზე, დაზიანებული და ამორტიზერებულია. საპროექტო მონაკვეთი იწყება არსებული გზის დაახლოებით მე-7 კმ-დან. არსებული დასაპროექტებელი გზის დაახლოებით 6 კმ წარმოადგენს დაზიანებულ ასფალტო-ბეტონის საფარს, დანარჩენი მონაკვეთი გრუნტის გზას წარმოადგენს, რომლის გრძივი და განივი პროფილები დარღვეულია. არსებული საპროექტო გზის მონაკვეთებზე განლაგებულია დაზიანებული ყორე და ფლეთილი ქვის საყრდენი კედლები. გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოწყობილია ახალი ხელოვნური ნაგებობები: გრუნტის დამჭერი და გზის საყრდენი კედლები. არსებული გზის მონაკვეთი შედგება რამდენიმე სერპანტინისგან, უმეტეს შემთხვევაში მათი მოხვევის მრუდი ტოლია საშუალოდ 4მ-ის,” – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერში მონაწილე კომპანიებს უნდა გააჩნდეთ ამ პროექტის ღირებულების არანაკლებ 60%-ის ღირებულების საგზაო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

ტენდერში წინადადებების მიღება 10 აგვისტოს იწყება და 15 აგვისტოს მთავრდება.